კონკურსი გამოცხადდა: კულტურის სამინისტრო ტალანტებს ეძებს

© photo: Sputnik / STRINGERკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
კულტურის სამინისტროში კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ერთდროულად ხუთი კონკურსი გამოაცხადა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი.
„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემა"
კონკურსის ბიუჯეტი 200 ათასი ლარია. კონკურსის მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კვლევისა და პოპულარიზაციის, ასევე გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილებით, ასევე თავად ხელოვანს ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
„კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“
კონკურსის ბიუჯეტი 60 ათასი ლარია. კონკურსის მიზანია კერძო და მუნიციპალური ხელოვნების სკოლების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა, შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა, მოტივაციის წახალისება და ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, კერძო და მუნიციპალურ სახელოვნებო განათლების დაწესებულებებს; ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სახელოვნებო განათლებასა და შესაბამისი სასწავლებლების ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება. კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
„სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“
კონკურსის ბიუჯეტი 45 ათასი ლარია. კონკურსის მიზანია მხატვრულ-საგანმანათლებლო პროცესის, ასევე ახალგაზრდა დებიუტანტი არტისტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის ამოცანაა ქართული თეატრების რეპერტუარის გამდიდრება ახალი შემოქმედებითი ხედვითა და დადგმებით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ თეატრს და/ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა თეატრალურ საქმიანობას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
„ახალი ქართული წიგნი“ – მწერლების ხელშეწყობა“
კონკურსის ბიუჯეტი 60 ათასი ლარია. კონკურსის მიზანია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს - ქართველ ავტორებს, გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს. აღნიშნულ სფეროში იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა.
„პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“
კონკურსის ბიუჯეტი 200 ათასი ლარია. კონკურსის მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება, ახალი ფორმების, გამომსახველობითი ფორმებისა და საშუალებების ძიება, ხელოვანთა ახალი სახეების საზოგადოებისთვის წარდგენა, ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
განაცხადების მიღება 10 თებერვლამდე გაგრძელდება. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტაზე info@culture.gov.ge, ან წარდგენა მისამართზე: სანაპირო ქუჩა, 4.
ყველა ახალი ამბავი
0