https://sputnik-georgia.com/20230206/grigalasvili-parizis-grand-slemis-gamarjvebulia-da-2022-wlis-msoflios-sauketeso-ziudoistia-274586506.html
გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია და მსოფლიოს 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტია
გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია და მსოფლიოს 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქომაგებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T00:43+0400
2023-02-06T00:43+0400
2023-02-06T00:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267815133_0:187:2976:1861_1920x0_80_0_0_3325b70261ae71e2ef4214b8ea1eee2a.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაში გაიმარჯვა.მანამდე კი ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემი მოიგო -81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქომაგებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.გრიგალაშვილის გარდა, საქართველოს წარმომადგენლებმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვეს:გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდა 5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე.რაც შეეხება პარიზის გრანდ სლემზე დანარჩენი ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267815133_124:0:2853:2047_1920x0_80_0_0_44c3f8e56734a7c91f863790f762599d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია და მსოფლიოს 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტია
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქომაგებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
მანამდე კი ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემი მოიგო -81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქომაგებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.
გრიგალაშვილის გარდა, საქართველოს წარმომადგენლებმა შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვეს:
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი
2022 წლის საუკეთესო იპონი – ბექა ღვინიაშვილი
2022 წლის საუკეთესო მომენტი – ტატო გრიგალაშვილი და მატიას კასე.
გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდა 5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე.
რაც შეეხება პარიზის გრანდ სლემზე დანარჩენი ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობას, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.
დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).
გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.