https://sputnik-georgia.com/20230206/filmebiromlebic-274614403.html
რომელი ჟანრის ფილმები აყუჩებს ქრონიკულ ტკივილებს: ექიმის რჩევა
რომელი ჟანრის ფილმები აყუჩებს ქრონიკულ ტკივილებს: ექიმის რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც, მართალია, დაავადებებისგან ვერ განგკურნავთ, მაგრამ მტანჯველ ტკივილებთან გამკლავებაში კი... 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T16:55+0400
2023-02-06T16:55+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274614241_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_0d57168488ad8ba9af636f1314609517.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც, მართალია, დაავადებებისგან ვერ განგკურნავთ, მაგრამ მტანჯველ ტკივილებთან გამკლავებაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ, წერს Daily Express სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით.მაგრამ, მათი თქმით, თუ რომანტიკული კომედიების მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ამ ჟანრის ფილმები „ტკივილგამაყუჩებელთა“ კატეგორიაში არ შედის. ხოლო თუ კლასიკურ საშინელებათა ფილმებს ან ფსიქოლოგიურ ტრილერებს არჩევთ, როგორებიცაა „ყვირილი“ ან „კრავთა დუმილი“, ე.ი. სწორ გზას ადგახართ.როგორც ქრონიკული ტკივილების ექსპერტი, თერაპევტი პოლ ალენი ამბობს (The Fibro Guy’s studio's სპეციალისტი), თავისი პრაქტიკის განმავლობაშიც აღმოაჩინა და მეცნიერული მონაცემებიც ადასტურებს, რომ ის პაციენტები, რომლებსაც სტენლი კუბრიკის ტრილერები მოსწონთ და სიამოვნებით უყურებენ ისეთ სერიალებს, როგორიცაა „საშინელებათა ამერიკული ისტორია“ (American Horror Story), ხშირად უკეთესად რეაგირებენ ტკივილის სინდრომზე.საშინელებათა ფილმებისა და ტრილერების პლუსები პოლ ალენის აზრითკონტროლირებადი სტრესიროგორც ექიმი ამბობს, საშინელებათა ფილმების ცქერისას მიღებული სტრესი სინამდვილეში საშუალებას აძლევს ადამიანს, ქრონიკული ტკივილიდან სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება.საშინელებათა ფილმები გვაძლევს საშუალებას, განვიცადოთ სტრესი კონტროლირებად გარემოში. ანუ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გამოვრთოთ ტელევიზორი და გავექცეთ სტრესს, თუ ის უკვე აუტანელი ხდება. სწორედ ამაშია განსხვავება თავსმოხვეულ და ნებაყოფლობით სტრესებს შორის.ბედნიერების ჰორმონებიროცა საშინელებათა ფილმებს უყურებს, ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარ „ბედნიერების ჰორმონებს“ გამოიმუშავებს — ენდორფინებიდან დოფამინებამდე.როდესაც ფილმში პატარა გოგონა ნაჯახით შეიარაღებულ მანიაკს თავს აღწევს, ადამიანი სიხარულს განიცდის. ანუ ენდორფინებისა და დოფამინების გამოყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა საშინელებათა ფილმების ყურებისას. და ვინაიდან ამ ჰორმონების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტკივილისა და სტრესის დათრგუნვაა, საკმაოდ მარტივია იმის გაგება, თუ როგორ ეხმარება საშინელებათ ფილმი ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანებს.რეალობისგან გაქცევასაინტერესო ან საყვარელი ფილმის ყურება, ანუ სხვა ადამიანების ისტორიაში ჩაფლვა, საკუთარი პრობლემებისგან გაქცევის შესანიშნავი გზაა.ქრონიკული დაავადებებით გაწამებული ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ საყვარელი სერიალის თუნდაც ერთი საათით ყურება ყურადღების გადატანაში ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს.სენსორული იმპულსებისაშინელებათა ფილმები ქრონიკული ტკივილების დავიწყებაში სენსორული ინფორმაციითაც გვეხმარება. ასეთი ფილმები ამძაფრებს ჩვენს გრძნობებსა და შეგრძნებებს, ვინაიდან ყოველწამიერად რაღაც საშიშროებას ველით. ეს კი გონებას ტკივილიდან სხვაგან გადართავს.გარდა ამისა, საშინელებათა ფილმებში გამოყენებული ინფრაბგერა, რომელიც არ ისმის, მაგრამ ყური მაინც გრძნობს, ასევე იწვევს გარკვეულ რეაქციებს ტვინში.დაამატეთ ამას ძველი კარების ჭრიალი, გამყინავი კივილი და სხვა ეფექტები, რომლებიც ფილმში შემაშინებელ ატმოსფეროს ქმნიან, და უამრავ სენსორულ ინფორმაციას მიიღებთ, რომლებიც გონებას ტკივილს „ავიწყებს“.წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274614241_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_84b01e4b51f6f7602ff93ad392c2e449.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც, მართალია, დაავადებებისგან ვერ განგკურნავთ, მაგრამ მტანჯველ ტკივილებთან გამკლავებაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ, წერს Daily Express სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით.
მაგრამ, მათი თქმით, თუ რომანტიკული კომედიების მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ამ ჟანრის ფილმები „ტკივილგამაყუჩებელთა“ კატეგორიაში არ შედის. ხოლო თუ კლასიკურ საშინელებათა ფილმებს ან ფსიქოლოგიურ ტრილერებს არჩევთ, როგორებიცაა „ყვირილი“ ან „კრავთა დუმილი“, ე.ი. სწორ გზას ადგახართ.
როგორც ქრონიკული ტკივილების ექსპერტი, თერაპევტი პოლ ალენი ამბობს (The Fibro Guy’s studio's სპეციალისტი), თავისი პრაქტიკის განმავლობაშიც აღმოაჩინა და მეცნიერული მონაცემებიც ადასტურებს, რომ ის პაციენტები, რომლებსაც სტენლი კუბრიკის ტრილერები მოსწონთ და სიამოვნებით უყურებენ ისეთ სერიალებს, როგორიცაა „საშინელებათა ამერიკული ისტორია“ (American Horror Story), ხშირად უკეთესად რეაგირებენ ტკივილის სინდრომზე.
„რამდენიმე კვლევა იმაზეც კი მიუთითებს, რომ საშინელებათა ფილმები შეიძლება ისეთივე კარგი და სასარგებლო იყოს მოუსვენარი გონებისთვის, როგორც ფიზიკური ვარჯიში. და ეს შესანიშნავია. დარწმუნებული ვარ, ბევრს ურჩევნია ფილმს უყუროს, ვიდრე ყოველ ჯერზე სარბენად წავიდეს“, — ამბობს ალენი.
საშინელებათა ფილმებისა და ტრილერების პლუსები პოლ ალენის აზრით
როგორც ექიმი ამბობს, საშინელებათა ფილმების ცქერისას მიღებული სტრესი სინამდვილეში საშუალებას აძლევს ადამიანს, ქრონიკული ტკივილიდან სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება.
საშინელებათა ფილმები გვაძლევს საშუალებას, განვიცადოთ სტრესი კონტროლირებად გარემოში. ანუ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გამოვრთოთ ტელევიზორი და გავექცეთ სტრესს, თუ ის უკვე აუტანელი ხდება. სწორედ ამაშია განსხვავება თავსმოხვეულ და ნებაყოფლობით სტრესებს შორის.
როცა საშინელებათა ფილმებს უყურებს, ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარ „ბედნიერების ჰორმონებს“ გამოიმუშავებს — ენდორფინებიდან დოფამინებამდე.
როდესაც ფილმში პატარა გოგონა ნაჯახით შეიარაღებულ მანიაკს თავს აღწევს, ადამიანი სიხარულს განიცდის. ანუ ენდორფინებისა და დოფამინების გამოყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა საშინელებათა ფილმების ყურებისას. და ვინაიდან ამ ჰორმონების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტკივილისა და სტრესის დათრგუნვაა, საკმაოდ მარტივია იმის გაგება, თუ როგორ ეხმარება საშინელებათ ფილმი ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანებს.
საინტერესო ან საყვარელი ფილმის ყურება, ანუ სხვა ადამიანების ისტორიაში ჩაფლვა, საკუთარი პრობლემებისგან გაქცევის შესანიშნავი გზაა.
ქრონიკული დაავადებებით გაწამებული ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ საყვარელი სერიალის თუნდაც ერთი საათით ყურება ყურადღების გადატანაში ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს.
საშინელებათა ფილმები ქრონიკული ტკივილების დავიწყებაში სენსორული ინფორმაციითაც გვეხმარება. ასეთი ფილმები ამძაფრებს ჩვენს გრძნობებსა და შეგრძნებებს, ვინაიდან ყოველწამიერად რაღაც საშიშროებას ველით. ეს კი გონებას ტკივილიდან სხვაგან გადართავს.
გარდა ამისა, საშინელებათა ფილმებში გამოყენებული ინფრაბგერა, რომელიც არ ისმის, მაგრამ ყური მაინც გრძნობს, ასევე იწვევს გარკვეულ რეაქციებს ტვინში.
დაამატეთ ამას ძველი კარების ჭრიალი, გამყინავი კივილი და სხვა ეფექტები, რომლებიც ფილმში შემაშინებელ ატმოსფეროს ქმნიან, და უამრავ სენსორულ ინფორმაციას მიიღებთ, რომლებიც გონებას ტკივილს „ავიწყებს“.