https://sputnik-georgia.com/20230206/araxamia-ukrainis-tavdacvis-ministri-icvleba-274598824.html
უკრაინის თავდაცვის მინისტრი იცვლება: არახამია ახალ კანდიდატურას ასახელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი იცვლება: არახამია ახალ კანდიდატურას ასახელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უკრაინას ახლა საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს, შესაბამისად, იგეგმება ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, წერს ფრაქცია... 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T13:25+0400
2023-02-06T13:25+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:252:1023:827_1920x0_80_0_0_cbe9d18bc1bf97095fc425497e3705c4.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უკრაინას ახლა საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს, შესაბამისად, იგეგმება ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, წერს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია Telegram-არხზე.მისი ცნობით, იგეგმება თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის გადადგომა, რომელსაც ამ თანამდებობაზე დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი შეცვლის.გარდა ამისა, უკრაინელი პოლიტიკოსის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის უშიშროების საბჭოს — ვასილი მალიში.როგორც ოლექსი რეზნიკოვმა განმარტა, მოსალოდნელი გადადგომისა და ახალი დანიშვნის შესახებ მისთვის ჯერჯერობით არავის უცნობებია. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერს მისთვის რომ შეეთავაზებინათ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობა, ის უარს იტყოდა, რადგან ამ პოსტზე ხარისხიანი მუშაობისთვის საკმარისი უნარები არ გააჩნია.პროფესიით იურისტი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას სამხედრო განათლება არ აქვს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269738528_0:14:1023:781_1920x0_80_0_0_185d2d7dd2572c6f6752fc2c4ba3af97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. უკრაინას ახლა საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს, შესაბამისად, იგეგმება ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, წერს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია
Telegram-არხზე. მისი ცნობით, იგეგმება თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის გადადგომა, რომელსაც ამ თანამდებობაზე დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი შეცვლის.
„საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს. დრო და ვითარება გაძლიერებასა და გადაჯგუფებას მოითხოვს. ეს ხდება ახლაც და მოხდება მომავალშიც. ამიტომ: ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად ინიშნება სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, <...> თავდაცვის სამინისტროს კი გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი ჩაუდგება სათავეში, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის დროისთვის“, — დაწერა არახამიამ.
გარდა ამისა, უკრაინელი პოლიტიკოსის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის უშიშროების საბჭოს — ვასილი მალიში.
„ლოგიკა იგივეა: ძალოვან უწყებებს ამ ეტაპზე არა პოლიტიკოსები, არამედ საკადრო ძალოვანები უნდა ედგნენ სათავეში. მტერი შეტევისთვის ემზადება, ჩვენ — თავდაცვისა და კუთვნილის დასაბრუნებლად“, — ნათქვამია არახამიას Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც ოლექსი რეზნიკოვმა განმარტა, მოსალოდნელი გადადგომისა და ახალი დანიშვნის შესახებ მისთვის ჯერჯერობით არავის უცნობებია. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერს მისთვის რომ შეეთავაზებინათ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობა, ის უარს იტყოდა, რადგან ამ პოსტზე ხარისხიანი მუშაობისთვის საკმარისი უნარები არ გააჩნია.
პროფესიით იურისტი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას სამხედრო განათლება არ აქვს.