https://sputnik-georgia.com/20230206/ap-norc-gamokitxva-baidenis-meore-vadit-arceva-274600065.html
ამერიკელი დემოკრატების უმეტესობას ბაიდენის მეორე ვადით არჩევა არ სურს: გამოკითხვა
ამერიკელი დემოკრატების უმეტესობას ბაიდენის მეორე ვადით არჩევა არ სურს: გამოკითხვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის ერთი ვადა... 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T14:21+0400
2023-02-06T14:21+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჯო ბაიდენი
ახალი ამბები
გამოკითხვა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1a/272481774_0:69:3071:1796_1920x0_80_0_0_cfb99d3419281fc6f8e9ff8e8ac1d9ad.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის ერთი ვადა საკმარისია, წერს სააგენტო Associated Press გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NORC ჩაატარა.როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დემოკრატების მხარდამჭერი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს, რომ ბაიდენმა მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ქვეყანას. ეს მაჩვენებელი შარშანდელ შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე 52% იყო.როგორც AP წერს, რესპონდენტები თავიანთ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ასაკით ხსნიან. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 80 წლის ჯო ბაიდენის ხშირ ხველაზე, სიარულის მანერასა თუ მის ცდომილებებზე.მათი თქმით, „მსოფლიოში ყველაზე სტრესულ სამუშაოს უფრო ახალგაზრდა ადამიანი უნდა ასრულებდეს“.გამოკითხვა 26-30 იანვარს ჩატარდა. მასში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სტატისტიკური ცდომილება +/- 4,2%-ს შეადგენს.ბაიდენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნისას 80 წლის იუბილე აღნიშნა. 2024 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ჯო ბაიდენი 82 წლის იქნება.წყარო: Associated Press
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1a/272481774_148:0:2877:2047_1920x0_80_0_0_32be6e2defe90fdec1354a0dcfd92878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები, გამოკითხვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები, გამოკითხვა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის პრეზიდენტობის ერთი ვადა საკმარისია, წერს სააგენტო Associated Press გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა NORC ჩაატარა.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დემოკრატების მხარდამჭერი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს, რომ ბაიდენმა მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ქვეყანას. ეს მაჩვენებელი შარშანდელ შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე 52% იყო.
როგორც AP წერს, რესპონდენტები თავიანთ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ასაკით ხსნიან. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 80 წლის ჯო ბაიდენის ხშირ ხველაზე, სიარულის მანერასა თუ მის ცდომილებებზე.
მათი თქმით, „მსოფლიოში ყველაზე სტრესულ სამუშაოს უფრო ახალგაზრდა ადამიანი უნდა ასრულებდეს“.
გამოკითხვა 26-30 იანვარს ჩატარდა. მასში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სტატისტიკური ცდომილება +/- 4,2%-ს შეადგენს.
ბაიდენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნისას 80 წლის იუბილე აღნიშნა. 2024 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ჯო ბაიდენი 82 წლის იქნება.