https://sputnik-georgia.com/20230206/---100------274616082.html
თბილისში თოვს: გზებზე 100 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა
თბილისში თოვს: გზებზე 100 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T17:50+0400
2023-02-06T17:50+0400
2023-02-06T21:30+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273835603_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_4774c9b26f6e0c5b7acee4f690d2e451.jpg
თთბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაახლოებით 110 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში.ფაჩულიამ მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა.გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა.აღნიშნული პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის", ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს – 2722222.სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273835603_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_0d45b0d67b177d3d7b535e933312fd05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში თოვს: გზებზე 100 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა
17:50 06.02.2023 (განახლებულია: 21:30 06.02.2023) სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ.
თთბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაახლოებით 110 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში.
„პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ინფორმაციას კონკრეტული პრობლემური ადგილების შესახებ საპატრულო პოლიციისა და „ცხელი ხაზის“ საშუალებით ვიღებთ. სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
ფაჩულიამ მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა.
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
აღნიშნული პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის", ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს – 2722222.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.