https://sputnik-georgia.com/20230205/kaxetsi-xetyis-ukanono-mopovebis-faqti-gamovlonda-274575574.html
კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T11:30+0400
2023-02-05T11:30+0400
2023-02-05T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
კახეთი
საქართველოს რეგიონები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/34/239613405_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7425121e5b3ca28a58d91f2ec466bf5f.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თელავში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მოქალაქეს თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 კუბურ მეტრამდე მეორე ხარისხის საშეშე მერქანი სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდა.ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი კი თელავის „საქმიან ეზოში” დაასაწყობეს, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება.ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.ტყის გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმები, რაც კანონმდებლობით ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს, 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს (გაჩეხვის ადგილიდან გამომდინარე).ტყის დაცვის თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყის გაჩეხვისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაზარდა და კონტროლი გაამკაცრა.სატყეო რეფორმის ფარგლებში საქართველოში ე.წ. საქმიანი ეზოები გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.წყარო - ეროვნული სატყეო სააგენტო
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/34/239613405_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3a96ea2318c73967d17367713ad9ed12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, კახეთი , საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, კახეთი , საქართველოს რეგიონები
კახეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თელავში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეს თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 კუბურ მეტრამდე მეორე ხარისხის საშეშე მერქანი სატვირთო ავტომობილით გადაჰქონდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი კი თელავის „საქმიან ეზოში” დაასაწყობეს, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება.
ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ტყის გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმები, რაც კანონმდებლობით ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს, 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს (გაჩეხვის ადგილიდან გამომდინარე).
ტყის დაცვის თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყის გაჩეხვისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაზარდა და კონტროლი გაამკაცრა.
სატყეო რეფორმის ფარგლებში საქართველოში ე.წ. საქმიანი ეზოები გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.