https://sputnik-georgia.com/20230205/borjralosnebma-tbilissi-germaniis-nakrebi-gaanadgures-274581016.html
ბორჯღალოსნებმა თბილისში გერმანიის ნაკრები გაანადგურეს
ბორჯღალოსნებმა თბილისში გერმანიის ნაკრები გაანადგურეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ორ გასვლით მატჩს გამართავს - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში, ხოლო 18-ში - ესპანეთთან ტორელავეგაში 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T17:24+0400
2023-02-05T17:24+0400
2023-02-05T17:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151594_0:495:1546:1365_1920x0_80_0_0_817a16bd6ce718bcddd4f5e23c045835.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ავჭალის სტადიონზე 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებს შანსი არ დატოვა - 75:12.საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის მუდმივი მფლობელები არიან.მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ და თითოეული შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. გერმანიამ საქართველოს ნაკრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია - 1995 წელს. მაშინ „დინამო არენაზე“ საქართველომ ანგარიშით 14:3 მოიგო, მას შემდეგ ქართველებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს - 2010 წელს რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა - 77:3.ბოლო შეხვედრა ქუთაისში 2019 წელს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 52:3 დასრულდა.ბორჯღალოსნებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ანგარიშით 14:0 იგებდნენ.საქართველოს ნაკრებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს მოედნის საკუთარ ნახევარზე გადასვლის შანსი არ მისცა. უპირატესობა თანდათან ანგარიშშიც აისახა, ტაიმის მიწურულს ტაბუცაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მიქაუტაძემ და ჯალაღონიამ თითო ლელო შემატეს - 42:0.მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა შეცვლები განახორციელეს და დებიუტანტებს თამაშის საშუალება მისცეს.ახლა ბორჯღალოსნები ორ გასვლით მატჩს გამართავენ - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე), ხოლო 18-ში - ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00).ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 4-5 მარტს გაიმართება, ფინალი კი 18-19 მარტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272151594_34:406:1313:1365_1920x0_80_0_0_ab280594e811612a3185d2b3a0414e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ბორჯღალოსნებმა თბილისში გერმანიის ნაკრები გაანადგურეს
საქართველოს ნაკრები ორ გასვლით მატჩს გამართავს - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში, ხოლო 18-ში - ესპანეთთან ტორელავეგაში
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ავჭალის სტადიონზე 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებს შანსი არ დატოვა - 75:12.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის მუდმივი მფლობელები არიან.
მეტოქეები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ და თითოეული შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. გერმანიამ საქართველოს ნაკრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია - 1995 წელს. მაშინ „დინამო არენაზე“ საქართველომ ანგარიშით 14:3 მოიგო, მას შემდეგ ქართველებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს - 2010 წელს რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა - 77:3.
ბოლო შეხვედრა ქუთაისში 2019 წელს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 52:3 დასრულდა.
ბორჯღალოსნებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ანგარიშით 14:0 იგებდნენ.
საქართველოს ნაკრებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს მოედნის საკუთარ ნახევარზე გადასვლის შანსი არ მისცა. უპირატესობა თანდათან ანგარიშშიც აისახა, ტაიმის მიწურულს ტაბუცაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მიქაუტაძემ და ჯალაღონიამ თითო ლელო შემატეს - 42:0.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა შეცვლები განახორციელეს და დებიუტანტებს თამაშის საშუალება მისცეს.
ახლა ბორჯღალოსნები ორ გასვლით მატჩს გამართავენ - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე), ხოლო 18-ში - ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00).
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი 4-5 მარტს გაიმართება, ფინალი კი 18-19 მარტს.