ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის კვლავ ჩაიკეტა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრაილერები გზაზე
ტრაილერები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა თოვისა და ლიპყინულის გამო, დაბალი ტემპერატურის და ზვავსაშიშროების გამო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0