სენაკში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციების გაცემა დაიწო

© Samegrelo-Zemo Svaneti Region Administrationქარიშხლის შედეგები სამეგრელოში
ქარიშხლის შედეგები სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
სენაკში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 318 ოჯახს კომპენსაცია უკვე გადაეცა, იუწყება სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტს 1,58 მლნ ლარი გამოეყო, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციისთვის - 208 ათასი ლარი, აღნიშნეს უწყებაში.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნო.
© photo: Sputnik / Stringerქარიშხლის შედეგები სამეგრელოში
Последствия урагана в Самегрело - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
ქარიშხლის შედეგები სამეგრელოში
სენაკში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის 5,3 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
ძლიერმა ქარმა რეგიონში დაახლოებით 40 მრავალსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. კორპუსების გარდა, დაზიანდა კერძო სახლების სახურავებიც.
ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში მთლიანობაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია 2,4 ათასი სახლის სახურავი. მთავრობამ მოსახლეობის დაზიანებული სახლების აღსადგენად დაახლოებით 1,5 მლნ ლარი გამოყო. მთავრობა აუცილებელ თანხას გასცემს როგორც სამშენებლო მასალის შესაძენად, ისე მუშახელის ხელფასებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0