https://sputnik-georgia.com/20230204/sagarejosi-dawrili-mamakaci-jer-kidev-klinikasi-rceba-274565621.html
საგარეჯოში დაჭრილი მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება
საგარეჯოში დაჭრილი მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება
Sputnik საქართველო
24 წლის გიორგი კიკნაძე ამჟამად თბილისის სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობს. 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T16:13+0400
2023-02-04T16:13+0400
2023-02-04T16:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273194697_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5ebebf5f8716ef86c95fb0b6a330df06.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საგარეჯოში მომხადარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა - ის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფება.საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.24 წლის გიორგი კიკნაძე ამჟამად მკურნალობს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.ექიმების თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ღრმა დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, დაზიანებული იყო ბარძაყის მთავარი არტერია და ვენა. ადრე მას ოპერაცია ჩაუტარდა.გამოძიების ცნობით, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273194697_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0b7ab1626e02c0410fbf63e165520eaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საგარეჯოში დაჭრილი მამაკაცი ჯერ კიდევ კლინიკაში რჩება
24 წლის გიორგი კიკნაძე ამჟამად თბილისის სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობს.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საგარეჯოში მომხადარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა - ის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფება.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
24 წლის გიორგი კიკნაძე ამჟამად მკურნალობს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ღრმა დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, დაზიანებული იყო ბარძაყის მთავარი არტერია და ვენა. ადრე მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკაში გეგმურ მკურნალობას გადის და მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - განაცხადეს კლინიკაში.
გამოძიების ცნობით, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.