ოპოზიციური ერთობა თუ წინააღმდეგობების ბრძოლა: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის სასამართლო პროცესი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები თბილისის სასამართლოს შენობის წინ 2022 წლის 22 დეკემბერს
სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები თბილისის სასამართლოს შენობის წინ 2022 წლის 22 დეკემბერს  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებენ
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სამი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოპოზიციური ერთობა სამი თვის შემდეგ გაიბზარა - პარტიების წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ კომენტარს აკეთებენ.
გაერთიანება გასულ შემოდგომაზე გაჩნდა და მთავარ მიზნად დაისახა დიდი საპროტესტო აქციები და ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
„ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
თუმცა, რამდენიმე საათში მან რადიკალურად საპირისპირო კომენტარი გააკეთა, რომ ტრიუმვირატის ერთობა ძალაში რჩება.
ეს დაადასტურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
„პარტიების, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თანამშრომლობის ფორმატში არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ხელისუფლების რეაქცია

მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ოპოზიციის ერთობის პერსპექტივებს ვერ ხედავენ.
„დღევანდელ ოპოზიციაში და ამ სპექტრში არანაირი ერთობის შანსი არ არსებობს, ხოლო პირები, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ იმდენად არიან დაპირისპირებულები, რომ ისინი საზოგადოების თვალში იოტისოდენა ნდობით არ სარგებლობენ“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ: გაათავისუფლებენ თუ არა ექს-პრეზიდენტს >>
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. თავის პოტენციურ პარტნიორებად მან დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში გამოთქვეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
თუმცა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0