https://sputnik-georgia.com/20230204/medvedevi-yirimze-dartymis-semtxvevasi-surisziebis-sesaxeb--274568597.html
ცეცხლში დაიწვებიან: მედვედევის გაფრთხილება ყირიმზე შეტევის შემთხვევაში
ცეცხლში დაიწვებიან: მედვედევის გაფრთხილება ყირიმზე შეტევის შემთხვევაში
Sputnik საქართველო
ამერიკას ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, ამას თითის ერთი გატკაცუნებით გააკეთებდა, განაცხადა მედვედევმა 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T18:35+0400
2023-02-04T18:35+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/04/274566049_0:0:2914:1640_1920x0_80_0_0_e586066cb78e829da375a71fda97ae07.jpg
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნა და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელების ნებართვა არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს, შედეგი იქნება საპირისპირო: ყირიმზე შეტევებს საპასუხო დარტყმები მოჰყვება, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტ ნადანა ფრიდრიხსონთან ინტერვიუში.შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მასში შედის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორი დისტანციის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის და შორ მანძილზე მოქმედი GLSDB-ის ჭურვები. ვაშინგტონი კიევს უტოვებს ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ყირიმზე თავდასხმისთვის.ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აწყობთ კონფლიქტის დასრულება.„ვაშინგტონს ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, რომელიც მისივე პროვოცირებულია, ამას თითის ერთი გატკაცუნებით გააკეთებდა და უბრძანებდა თავის ნარკოტიკებით გაჟღენთილ ლაქიებს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში მყოფ ვაშინგტონელ ბებერ ჭკუასუსტებსა და კონგრესის ქორებს ეს, უბრალოდ, არ აწყობთ“, - განაცხადა მედვედევმა.რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის მიზნად დაასახელა „იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის წამებისა და გენოციდის მსხვერპლი არიან".
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/04/274566049_222:0:2914:2019_1920x0_80_0_0_02bda6e3ef30fdb98e25cfaef2ec639e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ცეცხლში დაიწვებიან: მედვედევის გაფრთხილება ყირიმზე შეტევის შემთხვევაში
18:35 04.02.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ამერიკას ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, ამას თითის ერთი გატკაცუნებით გააკეთებდა, განაცხადა მედვედევმა
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნა და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელების ნებართვა არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს, შედეგი იქნება საპირისპირო: ყირიმზე შეტევებს საპასუხო დარტყმები მოჰყვება, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტ ნადანა ფრიდრიხსონთან ინტერვიუში.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მასში შედის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორი დისტანციის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის და შორ მანძილზე მოქმედი GLSDB-ის ჭურვები. ვაშინგტონი კიევს უტოვებს ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ყირიმზე თავდასხმისთვის.
„შედეგი პირდაპირ საპირისპირო იქნება. არანაირი მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში აღარ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. უკრაინის ის დარჩენილი ნაწილი, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ რჩება, ცეცხლის ალში გაეხვევა“, - ციტირებს მედვედევს „რია ნოვოსტი“.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აწყობთ კონფლიქტის დასრულება.
„ვაშინგტონს ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, რომელიც მისივე პროვოცირებულია, ამას თითის ერთი გატკაცუნებით გააკეთებდა და უბრძანებდა თავის ნარკოტიკებით გაჟღენთილ ლაქიებს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში მყოფ ვაშინგტონელ ბებერ ჭკუასუსტებსა და კონგრესის ქორებს ეს, უბრალოდ, არ აწყობთ“, - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის მიზნად დაასახელა „იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის წამებისა და გენოციდის მსხვერპლი არიან".