ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
კობიაშვილი არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ აირჩიეს.
კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ფედერაციის 30 სუბიექტიდან 29 მათგანმა წარადგინა და ის ერთადერთი კანდიდატი იყო არჩევნებზე.
სფფ-ის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ფედერაციის ბოლო საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ლევან კობიაშვილი, რომელიც მაშინაც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული) ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0