https://sputnik-georgia.com/20230204/abrwsumis-muzeumis-axali-sicoxle-rogor-mimdinareobs-sareabilitacio-samusaoebi-274571324.html
აბრეშუმის მუზეუმის ახალი სიცოცხლე - როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები
აბრეშუმის მუზეუმის ახალი სიცოცხლე - როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები
მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომ ყველა ძალისხმევა მიმართულია მისი ავთენტურობის შენარჩუნებაზე 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T20:40+0400
2023-02-04T20:40+0400
2023-02-04T20:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო და კულტურა
კახა კალაძე
თბილისი დღეს
თბილისის მერია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251769128_0:58:1300:789_1920x0_80_0_0_3088ea4c4956675a913c63251cf9dc3a.jpg
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამაგრება დასრულდა, ახლა სპეციალისტები შენობის ფასადის განახლებაზე მუშაობენ.დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც თბილისის განვითარების ფონდის პროგრამა „ახალი თბილისის“ ფარგლებში ტარდება. მუზეუმის შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სადრენაჟე და გათბობის სისტემები, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა შიდა რკინის კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, სართული სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.ამჟამად გრძელდება შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. როგორც ცნობილია, მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს.როგორც კალაძემ აღნიშნა, აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე მთლიანად უნდა დასრულდეს.აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელი შენობას საფუძველი ჩაეყარა 1889 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ააგო ალექსანდრე შიმკევიჩმა 1892 წელს.მუზეუმს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ინახება XVIII-XIX საუკუნეების უნიკალურ წიგნებს ბუნებისმეტყველების შესახებბ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251769128_86:0:1215:847_1920x0_80_0_0_6aed9b325b9dd646d582198a4f48354e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, კახა კალაძე , თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, კახა კალაძე , თბილისი დღეს, თბილისის მერია
აბრეშუმის მუზეუმის ახალი სიცოცხლე - როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები
მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომ ყველა ძალისხმევა მიმართულია მისი ავთენტურობის შენარჩუნებაზე
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამაგრება დასრულდა, ახლა სპეციალისტები შენობის ფასადის განახლებაზე მუშაობენ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც თბილისის განვითარების ფონდის პროგრამა „ახალი თბილისის“ ფარგლებში ტარდება. მუზეუმის შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სადრენაჟე და გათბობის სისტემები, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა შიდა რკინის კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, სართული სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან, ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.
ამჟამად გრძელდება შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. როგორც ცნობილია, მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე მთლიანად უნდა დასრულდეს.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელი შენობას საფუძველი ჩაეყარა 1889 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ააგო ალექსანდრე შიმკევიჩმა 1892 წელს.
მუზეუმს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ინახება XVIII-XIX საუკუნეების უნიკალურ წიგნებს ბუნებისმეტყველების შესახებბ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.