აბაშაში ავარიაში 20 წლის ბიჭი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. 20 წლის მამაკაცი დაიღუპა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათი-გულუხეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი".
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - „ინფო რუსთავი“
ყველა ახალი ამბავი
0