https://sputnik-georgia.com/20230203/saqartveloshi-taqsis-licenzia-1-aprilidan-sakutreba-gaxdeba-274510948.html
საქართველოში ტაქსის ლიცენზია 1 აპრილიდან მძღოლების საკუთრება გახდება
საქართველოში ტაქსის ლიცენზია 1 აპრილიდან მძღოლების საკუთრება გახდება
ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ - А... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T10:46+0400
2023-02-03T10:46+0400
2023-02-03T16:03+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712034_0:83:3347:1966_1920x0_80_0_0_46c7a5cba9ddc51978b59fa8875deb86.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ტაქსის ლიცენზია გახდება მუდმივი, ანუ იქნება მოქალაქეების საკუთრება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.მისი თქმით, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელი შეძლებს აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს.კალაძის თქმით, ტაქსის ნებართვის ღირებულება ათასი ან ორი ათასი ლარი არ იქნება, არამედ გაცილებით მეტი.„ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი დაიჭიროთ“, – განაცხადა კალაძემ.ტაქსის რეფორმის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სიახლის მთავარი მიზანი ბაზრის გაძლიერება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ლიცენზიების ბაზარი, რომელიც მუდმივი გახდება.2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ხოლო 2023 წლის 1 აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომლებიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.А კატეგორიის ტაქსი - ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249712034_309:0:3038:2047_1920x0_80_0_0_808b3dc8c937b901529af7e1aaa9a8f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში ტაქსის ლიცენზია 1 აპრილიდან მძღოლების საკუთრება გახდება
10:46 03.02.2023 (განახლებულია: 16:03 03.02.2023) ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ - А და В კატეგორიად დაყვეს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ტაქსის ლიცენზია გახდება მუდმივი, ანუ იქნება მოქალაქეების საკუთრება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელი შეძლებს აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს.
„მეტ ლიცენზიას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, იმ ადამიანებს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვთ და იციან, რომ ტაქსის ნებართვები საერთოდ აღარ არსებობს. ის გადაეცემა, მაგალითად, ოჯახის წევრებს, ან შეიძლება მიღება იმ ადამიანისგან, ვისაც თავის დროზე აღებული ჰქონდა ნებართვა”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ტაქსის ნებართვის ღირებულება ათასი ან ორი ათასი ლარი არ იქნება, არამედ გაცილებით მეტი.
„ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი დაიჭიროთ“, – განაცხადა კალაძემ.
ტაქსის რეფორმის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სიახლის მთავარი მიზანი ბაზრის გაძლიერება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ლიცენზიების ბაზარი, რომელიც მუდმივი გახდება.
2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ხოლო 2023 წლის 1 აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომლებიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.
А კატეგორიის ტაქსი - ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.