https://sputnik-georgia.com/20230203/saqartveloshi-rva-ukanono-saxerxi-saamqro-gamoavlines-274519714.html
საქართველოში რვა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
საქართველოში რვა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T12:17+0400
2023-02-03T12:17+0400
2023-02-03T17:35+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274518504_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1f0dc5e25bf4648095c7c126f7e32b98.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში რვა უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ხუთი ლენტური და სამი ცირკულარული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე თბილისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, ორი – ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში), თითო-თითო უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქობულეთსა და თბილისში (გლდანი). უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 32 ერთეული დაუფირნიშებელი მორი, 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხეტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული).უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274518504_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_313ae650dec30a91eb1a8c0d1776a017.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში რვა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
12:17 03.02.2023 (განახლებულია: 17:35 03.02.2023) მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში რვა უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხუთი ლენტური და სამი ცირკულარული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე თბილისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, ორი – ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში), თითო-თითო უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქობულეთსა და თბილისში (გლდანი).
უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 32 ერთეული დაუფირნიშებელი მორი, 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხეტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული).
უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.