https://sputnik-georgia.com/20230203/saqartvelo-samxret-gazis-derefnis-mnisvnelovani-monawilea-274550008.html
საქართველო სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი მონაწილეა - რომეო მიქაუტაძე
საქართველო სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი მონაწილეა - რომეო მიქაუტაძე
Sputnik საქართველო
საქართველო პარტნიორის სახით საკვანძო როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T20:36+0400
2023-02-03T20:36+0400
2023-02-03T22:53+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/11/247151194_1:0:2700:1518_1920x0_80_0_0_fd6406e64bc5b5938b539439339e5aea.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა – ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოს სატრანზიტო როლზე მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც ბაქოში ჩატარდა.მისი თქმით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ რთულ დროს, როდესაც ევროპისთვის აუცილებელია ენერგორესურსების მიღების გზების დივერსიფიცირება.„მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანას აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც სანდო პარტნიორმა ამ კონტექსტში. საქართველო, როგორც მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილთა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, დგას მომხმარებლებისა და მიმწოდებელი ქვეყნების გადაჯაჭვული ინტერესების ცენტრში“, – განაცხადა მან.მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეს, თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან როლს, რაც შედეგად საფუძველს ჩაუყრის საერთაშორისო პროექტების უფრო მეტ რაოდენობას.გაზის მიწოდება რუმინეთისთვის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით დაიწყო>>მისი თქმით, TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) ამოქმედებამდე საქართველო გაზის ერთადერთი რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანა იყო. ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშედ გამოვჩნდით. ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.„საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც პარტნიორს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროპულ ბაზრებზე მისასვლელად, განსაკუთრებით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვაში მისი გაფართოების ჩათვლით“, – განაცხადა მან.მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ ურყევი მხარდაჭერა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/11/247151194_676:0:2700:1518_1920x0_80_0_0_67bd1be416d72a1c5df7dac5bf094f05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი მონაწილეა - რომეო მიქაუტაძე
20:36 03.02.2023 (განახლებულია: 22:53 03.02.2023) საქართველო პარტნიორის სახით საკვანძო როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა – ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოს სატრანზიტო როლზე მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც ბაქოში ჩატარდა.
„პროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეასრულოს მაკავშირებლის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ რთულ დროს, როდესაც ევროპისთვის აუცილებელია ენერგორესურსების მიღების გზების დივერსიფიცირება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანას აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც სანდო პარტნიორმა ამ კონტექსტში. საქართველო, როგორც მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილთა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, დგას მომხმარებლებისა და მიმწოდებელი ქვეყნების გადაჯაჭვული ინტერესების ცენტრში“, – განაცხადა მან.
მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეს, თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან როლს, რაც შედეგად საფუძველს ჩაუყრის საერთაშორისო პროექტების უფრო მეტ რაოდენობას.
მისი თქმით, TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) ამოქმედებამდე საქართველო გაზის ერთადერთი რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანა იყო. ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშედ გამოვჩნდით. ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.
„საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც პარტნიორს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროპულ ბაზრებზე მისასვლელად, განსაკუთრებით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვაში მისი გაფართოების ჩათვლით“, – განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ ურყევი მხარდაჭერა.