https://sputnik-georgia.com/20230203/saqartvelo-da-somxeti-danashaulis-winaagmdeg-ertobliv-brzolas-gaazliereben-274507561.html
საქართველო და სომხეთი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააძლიერებენ
საქართველო და სომხეთი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააძლიერებენ
Sputnik საქართველო
ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T09:43+0400
2023-02-03T09:43+0400
2023-02-03T15:43+0400
საქართველო
სომხეთი
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274505453_0:45:800:495_1920x0_80_0_0_a55cad9413b8a5a58de04dd98a6b2183.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გააქტიურებას და გაღრმავებას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის ერევანში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს გაფორმდა.მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური და სხვა სახის დანაშაულების პრევენცია და სხვ.ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274505453_89:0:800:533_1920x0_80_0_0_99917f4702b0cc216dc3e89dd2d1533e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და სომხეთი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააძლიერებენ
09:43 03.02.2023 (განახლებულია: 15:43 03.02.2023) ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გააქტიურებას და გაღრმავებას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის ერევანში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს გაფორმდა.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური და სხვა სახის დანაშაულების პრევენცია და სხვ.
ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.