პრემიერი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ქვეყანა-რეფორმატორი უწოდა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, თავისუფლება და მართლმსაჯულების უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.

„დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას", – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
ყველა ახალი ამბავი
0