https://sputnik-georgia.com/20230203/komarovski-zilsi-kbilebis-krawuni-274534253.html
მიანიშნებს თუ არა ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებზე: ექიმ კომაროვსკის პასუხი
მიანიშნებს თუ არა ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებზე: ექიმ კომაროვსკის პასუხი
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოსაზრება, თითქოს ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებითაა გამოწვეული, საყოველთაოდაა... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T15:40+0400
2023-02-03T15:40+0400
2023-02-03T20:41+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმი გირჩევთ
მშობლები და შვილები
ჯანმრთელობა
მედიცინა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/70/236717009_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_15c08698f56513f55de377f44da9dd47.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოსაზრება, თითქოს ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებითაა გამოწვეული, საყოველთაოდაა გავრცელებული და მყარად ფესვგადგმულიც. თანაც არა მხოლოდ მშობლებში, არამედ თავად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება უკრაინის უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი, რომელიც დაინტერესებულ მშობლებს ასეთ პასუხს აძლევს:მისი თქმით, კბილების კრაჭუნი – ასაკობრივი თავისებურებაა, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვში იჩენს ხოლმე თავს.როგორც ექიმი განმარტავს, ზოგჯერ ძილში კბილების კრაჭუნს სიმაღლეში აქტიურ ზრდას უკავშირებენ, ზოგჯერ – კალციუმის დეფიციტს, „მაგრამ ამაში აბსოლუტურად არაფერია საშიში და საშინელი“.„თუ თქვენი შვილი ძილში კრაჭუნს დაიწყებს, კარგი იქნება, თუ კვალიფიციურ სტომატოლოგს მიუყვანთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს კბილები წესრიგში აქვს და არ დაუზიანებია. შეგიძლიათ მისცეთ კალციუმის გლუკონატი. სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს არანაირად არ არის სახიფათო! ეს დროებითი მოვლენაა და მალე გაივლის“, – ამბობს ცნობილი პედიატრი და მშობლებს ურჩევს, არ ინერვიულონ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/70/236717009_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_6e95d74f71492fe752fbbee66ed61e26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , მშობლები და შვილები, ჯანმრთელობა , მედიცინა
სასარგებლო რჩევები , ექიმი გირჩევთ , მშობლები და შვილები, ჯანმრთელობა , მედიცინა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოსაზრება, თითქოს ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებითაა გამოწვეული, საყოველთაოდაა გავრცელებული და მყარად ფესვგადგმულიც. თანაც არა მხოლოდ მშობლებში, არამედ თავად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.
მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება უკრაინის უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი, რომელიც დაინტერესებულ მშობლებს ასეთ პასუხს აძლევს:
„კბილების კრაჭუნს არაფერი აქვს საერთო მიკრობებთან; კბილების კრაჭუნს არაფერი აქვს საერთო ჭიებთან!“
მისი თქმით, კბილების კრაჭუნი – ასაკობრივი თავისებურებაა, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვში იჩენს ხოლმე თავს.
როგორც ექიმი განმარტავს, ზოგჯერ ძილში კბილების კრაჭუნს სიმაღლეში აქტიურ ზრდას უკავშირებენ, ზოგჯერ – კალციუმის დეფიციტს, „მაგრამ ამაში აბსოლუტურად არაფერია საშიში და საშინელი“.
„თუ თქვენი შვილი ძილში კრაჭუნს დაიწყებს, კარგი იქნება, თუ კვალიფიციურ სტომატოლოგს მიუყვანთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვს კბილები წესრიგში აქვს და არ დაუზიანებია. შეგიძლიათ მისცეთ კალციუმის გლუკონატი. სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, იმიტომ რომ ეს არანაირად არ არის სახიფათო! ეს დროებითი მოვლენაა და მალე გაივლის“, – ამბობს ცნობილი პედიატრი და მშობლებს ურჩევს, არ ინერვიულონ.