https://sputnik-georgia.com/20230203/jemal-gaganidze-gardaicvala-274517746.html
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T09:52+0400
2023-02-03T09:52+0400
2023-02-03T15:49+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260530987_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ef333deff8a8f88afa243145d406b735.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ“, „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“, „მოიტაცეს თამარ ქალი“ და სხვ.2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260530987_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_0971999f13df9eeb3d4ff26ed925df5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ქართველი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
ღაღანიძეს განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ“, „ფეოლა“, „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“, „მოიტაცეს თამარ ქალი“ და სხვ.
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.