https://sputnik-georgia.com/20230203/evrovizia2023-saqartvelos-iru-xechanovi-waradgens-274523351.html
„ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს
„ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს
ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი „ევროვიზიაზე“. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T13:44+0400
2023-02-03T13:44+0400
2023-02-03T19:36+0400
საქართველო
საქართველო და კულტურა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24228/17/242281780_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_bd5721938560b4dfc63d54b1b558b274.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023“ პროექტ Voice-ის გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი წარადგენს.22 წლის ხეჩანოვმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის“ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. პროექტის ფინალისტები იყვნენ ირუ ხეჩანოვი, გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი და კახა ასლამაზაშვილი.ფინალისტებს შორის ირუმ მაყურებელთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო – 21,88%. შესაბამისად, იგი წარადგენს საქართველოს წლევანდელ „ევროვიზიაზე“. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი ერთ-ერთია, რომელიც 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა. საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2023“ მეორე ნახევარფინალში გამოვა.კონკურსი „ევროვიზია-2023“ ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.„ევროვიზიაზე“ 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24228/17/242281780_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_6e93a97ebb9a0c7940d9d095b3fd9617.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს
13:44 03.02.2023 (განახლებულია: 19:36 03.02.2023) ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი „ევროვიზიაზე“.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023“ პროექტ Voice-ის გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი წარადგენს.
22 წლის ხეჩანოვმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის“ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. პროექტის ფინალისტები იყვნენ ირუ ხეჩანოვი, გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი და კახა ასლამაზაშვილი.
ფინალისტებს შორის ირუმ მაყურებელთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო – 21,88%. შესაბამისად, იგი წარადგენს საქართველოს წლევანდელ „ევროვიზიაზე“.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი ერთ-ერთია, რომელიც 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2023“ მეორე ნახევარფინალში გამოვა.
კონკურსი „ევროვიზია-2023“ ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.
„ევროვიზიაზე“ 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.