https://sputnik-georgia.com/20230203/devnil-ojaxebs-binebi-gadasces-274525974.html
მრავალსულიან დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადასცეს
მრავალსულიან დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადასცეს
მიმდინარე წელს დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T13:21+0400
2023-02-03T13:21+0400
2023-02-03T19:34+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268933383_0:0:3290:1852_1920x0_80_0_0_4eab5828509e286cfb454141ea6aabca.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 19 დევნილ ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა.დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს. ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268933383_559:0:3290:2048_1920x0_80_0_0_8b5b0ff462b258b0b9ae00967a8a8cf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მრავალსულიან დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადასცეს
13:21 03.02.2023 (განახლებულია: 19:34 03.02.2023) მიმდინარე წელს დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 19 დევნილ ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა.
„საცხოვრებელი ფართები მრავალსულიან ოჯახებზე განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა", – ნათქვამია განცხადებაში.
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.