https://sputnik-georgia.com/20230203/deoligarqizaciis-shesaxeb-kanonproeqtze-veneciis-komisiis-daskvna-martshi-iqneba-mzad-274524364.html
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მზად მარტში იქნება
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მზად მარტში იქნება
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T12:41+0400
2023-02-03T12:41+0400
2023-02-03T17:44+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას, რომელსაც ამზადებს, დასამტკიცებლად 10-11 მარტს წარადგენს, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიას 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ იქნა მიღებული.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტს არ განიხილავენ მესამე, საბოლოო მოსმენით მანამდე, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას, და არა გადმოკოპირებული უკრაინული კანონი, რომელიც უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული.„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:0:3069:2048_1920x0_80_0_0_2e1dcad2c8672e826283eaf80192280a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მზად მარტში იქნება
12:41 03.02.2023 (განახლებულია: 17:44 03.02.2023) დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას, რომელსაც ამზადებს, დასამტკიცებლად 10-11 მარტს წარადგენს, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიას 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ იქნა მიღებული.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 1 დეკემბრის მომართვის საფუძველზე ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე (10-11 მარტი) იქნება წარდგენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტს არ განიხილავენ მესამე, საბოლოო მოსმენით მანამდე, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას, და არა გადმოკოპირებული უკრაინული კანონი, რომელიც უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.