https://sputnik-georgia.com/20230203/cnobili-gaxda-wlis-wignis-qomagis-viaoba-274508351.html
ცნობილი გახდა „წლის წიგნის ქომაგის" ვინაობა
ცნობილი გახდა „წლის წიგნის ქომაგის" ვინაობა
პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T10:20+0400
2023-02-03T10:20+0400
2023-02-03T15:52+0400
საქართველო
სპორტი
საქართველო და კულტურა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263942316_0:168:2048:1321_1920x0_80_0_0_398f6f9fb9e6d03d86c768de2dceaaee.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მერვედ გამოავლინა პრემია „წლის წიგნის ქომაგის" გამარჯვებული, ჯილდო შოთა არველაძეს გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.შოთა არველაძეს ჯილდო ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ასევე ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: მსახიობ ნინო კასრაძეს (2021), პროექტს „წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს" (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263942316_289:177:1872:1365_1920x0_80_0_0_8c72da89547c2fa8a26c2fa78cf378a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილი გახდა „წლის წიგნის ქომაგის" ვინაობა
10:20 03.02.2023 (განახლებულია: 15:52 03.02.2023) პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მერვედ გამოავლინა პრემია „წლის წიგნის ქომაგის" გამარჯვებული, ჯილდო შოთა არველაძეს გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
შოთა არველაძეს ჯილდო ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.
პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ასევე ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.
წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: მსახიობ ნინო კასრაძეს (2021), პროექტს „წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს" (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).