https://sputnik-georgia.com/20230203/bloomberg--glsdb-274527628.html
Bloomberg: კიევისთვის GLSDB-ს მიწოდებას ცხრა თვე დასჭირდება
Bloomberg: კიევისთვის GLSDB-ს მიწოდებას ცხრა თვე დასჭირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შორი მანძილის ჭურვებს GLSDB, რომლებიც, სავარაუდოდ, შევა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ ამერიკულ პაკეტში, ვაშინგტონი... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T15:01+0400
2023-02-03T15:01+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268872329_751:614:2200:1429_1920x0_80_0_0_594bf7016c118554f12380509abcfef5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შორი მანძილის ჭურვებს GLSDB, რომლებიც, სავარაუდოდ, შევა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ ამერიკულ პაკეტში, ვაშინგტონი უკრაინას ცხრა თვეზე ადრე ვერ მიაწვდის, იტყობინება სააგენტო Bloomberg.მანამდე დასავლური მასმედია წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად შევა GLSDB ჭურვები. ეს ამერიკული Boeing-ისა და შვედური Saab-ის ერთობლივი პროექტია, რომლებმაც ავიაბომბი სარაკეტო ძრავით აღჭურვეს და სისტემა HIMARS-ს მოარგეს. Saab-ის მტკიცებით, ჭურვის ფრენის სიშორე 150 კილომეტრს აღემატება.გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შესაძლოა შევიდეს Claymore-ს მართვადი ჭურვები, სისტემა Patriot-ის დამხმარე აღჭურვილობა და რეაქტიული ნაღმმტყორცნი Mk 153 — პენტაგონის მარაგებიდან. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლოა დღეს, 3 თებერვალს გამოაცხადოს.წყარო: Bloomberg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268872329_295:0:2200:1429_1920x0_80_0_0_f6c2fd807f5184446158798953df9569.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შორი მანძილის ჭურვებს GLSDB, რომლებიც, სავარაუდოდ, შევა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ ამერიკულ პაკეტში, ვაშინგტონი უკრაინას ცხრა თვეზე ადრე ვერ მიაწვდის, იტყობინება სააგენტო Bloomberg.
მანამდე დასავლური მასმედია წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად შევა GLSDB ჭურვები. ეს ამერიკული Boeing-ისა და შვედური Saab-ის ერთობლივი პროექტია, რომლებმაც ავიაბომბი სარაკეტო ძრავით აღჭურვეს და სისტემა HIMARS-ს მოარგეს. Saab-ის მტკიცებით, ჭურვის ფრენის სიშორე 150 კილომეტრს აღემატება.
„როგორც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებული სხვა აღჭურვილობა, ისე [GLSDB] უკრაინაში უახლოეს ვადებში ვერ განთავსდება: როგორც დარგის მაღალჩინოსანმა განაცხადა, პირველ მიწოდებებს დაახლოებით ცხრა თვე დასჭირდება მას შემდეგ, რაც საჰაერო ძალებთან კონტრაქტი გაფორმდება“, — წერს სააგენტო.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შესაძლოა შევიდეს Claymore-ს მართვადი ჭურვები, სისტემა Patriot-ის დამხმარე აღჭურვილობა და რეაქტიული ნაღმმტყორცნი Mk 153 — პენტაგონის მარაგებიდან. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლოა დღეს, 3 თებერვალს გამოაცხადოს.