https://sputnik-georgia.com/20230202/vitareba-gzebze-sad-moqmedebs-shezgudvebi-274484808.html
ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები
ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები
Sputnik საქართველო
საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T11:14+0400
2023-02-02T11:14+0400
2023-02-02T15:57+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005153_11:0:2457:1376_1920x0_80_0_0_74c5ece99c68ab7c923b34c1408b0e09.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 76–97 კმ მონაკვეთზე (ახალციხე–ვალე). დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), ასევე საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005153_622:0:2457:1376_1920x0_80_0_0_665a33291ee7b6a2703f2299e7c7d524.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები
11:14 02.02.2023 (განახლებულია: 15:57 02.02.2023) საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თოვლმა, ლიპყინულმა და ზვავსაშიშროებამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დააწესა.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ასევე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 76–97 კმ მონაკვეთზე (ახალციხე–ვალე). დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), ასევე საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.