https://sputnik-georgia.com/20230202/saqartveloshi-sawarmos-dirqtori-daakaves-274491993.html
100 ათას ლარამდე მიითვისა: საწარმოს დირექტორი დააკავეს
100 ათას ლარამდე მიითვისა: საწარმოს დირექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T13:49+0400
2023-02-02T13:49+0400
2023-02-02T19:23+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.უწყების ცნობით, დაკავებულია შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი.გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საწარმოსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით.საწარმოს დირექტორმა პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97.933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
100 ათას ლარამდე მიითვისა: საწარმოს დირექტორი დააკავეს
13:49 02.02.2023 (განახლებულია: 19:23 02.02.2023) პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულია შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი.
გამოძიებით
დადგინდა, რომ აღნიშნულ საწარმოსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით.
საწარმოს დირექტორმა პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97.933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.