https://sputnik-georgia.com/20230202/saapelacio-sasamartlom-ganaceni-kvaracxelias-mkvlelobis-saqmezezalasi-datova-274498786.html
სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, კავილაძემ და ჭელიძემ მკვლელობა წინასწარ მოამზადეს. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T17:54+0400
2023-02-02T17:54+0400
2023-02-02T22:00+0400
თბილისი დღეს
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/03/231980395_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b664215ce6d5317237b93c4e048e906c.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნეს 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ახალგაზრდის დედა იზა ომაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მსჯავრდებულები სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.„კანონიერი ქურდის“ შვილები განსასჯელთა სკამზე - დაშავებულის სკანდალური განცხადება>>გამოძიების ვერსიით, კავილაძემ და ჭელიძემ მკვლელობა წინასწარ მოამზადეს: შეიძინეს იარაღი და დაქირავებული მანქანით მივიდნენ სახლთან, სადაც კვარაცხელია ცხოვრობდა. სანამ კავილაძე ავტომობილში ელოდებოდა, ჭელიძე მიუახლოვდა კვარაცხელიას და მას არანაკლებ ათჯერ ესროლა.ქართულ მასმედიაში გახმაურებული საქმე ახალგაზრდა პროგრამისტის მამას, „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიას დაუკავშირეს. კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა, ვის სიკვდილშიც, მასმედიის ვერსით, გია კვარაცხელიას ერია ხელი, მასზე შურისძიება განიზრახეს.მანამდე ჭელიძემ სასამართლოზე უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, რაზეც მოკლულის ოჯახი საუბრობდა. ამასთან, ჭელიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ ეს არ იყო ჯგუფური მკვლელობა, ისროლა მხოლოდ მან. კავილაძემ კი მხოლოდ ის აღიარა, რომ დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/03/231980395_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_bdbc4e2cdbc0e68bb67df7121132c509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში
სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
17:54 02.02.2023 (განახლებულია: 22:00 02.02.2023) გამოძიების ვერსიით, კავილაძემ და ჭელიძემ მკვლელობა წინასწარ მოამზადეს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნეს 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ახალგაზრდის დედა იზა ომაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მსჯავრდებულები სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.
გამოძიების ვერსიით, კავილაძემ და ჭელიძემ მკვლელობა წინასწარ მოამზადეს: შეიძინეს იარაღი და დაქირავებული მანქანით მივიდნენ სახლთან, სადაც კვარაცხელია ცხოვრობდა. სანამ კავილაძე ავტომობილში ელოდებოდა, ჭელიძე მიუახლოვდა კვარაცხელიას და მას არანაკლებ ათჯერ ესროლა.
ქართულ მასმედიაში გახმაურებული საქმე ახალგაზრდა პროგრამისტის მამას, „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიას დაუკავშირეს. კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა, ვის სიკვდილშიც, მასმედიის ვერსით, გია კვარაცხელიას ერია ხელი, მასზე შურისძიება განიზრახეს.
მანამდე ჭელიძემ სასამართლოზე უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, რაზეც მოკლულის ოჯახი საუბრობდა. ამასთან, ჭელიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ ეს არ იყო ჯგუფური მკვლელობა, ისროლა მხოლოდ მან. კავილაძემ კი მხოლოდ ის აღიარა, რომ დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.