https://sputnik-georgia.com/20230202/ragbi-saqartvelos-nakrebi-evropis-cempionatis-matcebistvis-emzadeba-274364899.html
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს თბილისში 5 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T09:53+0400
2023-02-02T09:53+0400
2023-02-02T15:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272155067_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ca63df031de78cbffe607b2b3d51eea1.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2023 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოედანზე გამოვა.„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა – მონაწილეთა რაოდენობა ექვსიდან რვა გუნდამდე გაიზარდა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ნიდერლანდი და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი არიან.„რაგბი ევროპის“ ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო – 17-ს ხაზში და 19-ს შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.ჯგუფური ეტაპის მატჩები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. 5 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართება (13:00 საათზე). შემდეგ ბორჯღალოსნები ორ გასვლით მატჩს გამართავენ – 11 თებერვალს ნიდერლანდთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს – ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00 საათზე).Advanced Cup-ის ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის: A ჯგუფის გამარჯვებული მასპინძლობს B ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსანს.ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები – 18-19 მარტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272155067_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a07475be12a531a00c7a4870ae815ffb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება
09:53 02.02.2023 (განახლებულია: 15:15 02.02.2023) საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს თბილისში 5 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2023 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოედანზე გამოვა.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა – მონაწილეთა რაოდენობა ექვსიდან რვა გუნდამდე გაიზარდა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ნიდერლანდი და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი არიან.
„რაგბი ევროპის“ ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის ლევან მაისაშვილმა 36 მორაგბეს უხმო – 17-ს ხაზში და 19-ს შერკინებაში. მათ შორისაა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. 5 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართება (13:00 საათზე). შემდეგ ბორჯღალოსნები ორ გასვლით მატჩს გამართავენ – 11 თებერვალს ნიდერლანდთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს – ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00 საათზე).
Advanced Cup-ის ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის: A ჯგუფის გამარჯვებული მასპინძლობს B ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსანს.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები – 18-19 მარტს.