https://sputnik-georgia.com/20230202/qartuli-ocneba-amerikuli-organizaciis-gamokitxvas-skeptikurad-uyurebs-274513128.html
„ქართული ოცნება“ ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვას სკეპტიკურად უყურებს
„ქართული ოცნება“ ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვას სკეპტიკურად უყურებს
Sputnik საქართველო
ქართველმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა შეაფასეს 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T23:10+0400
2023-02-02T23:10+0400
2023-02-02T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_9ef1dfb4a632497e9f6308985ac4b9d1.jpg
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას საქართველოში, მიზნად ისახავს საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ხუთშაბათს კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. კითხვაზე „რომელი პარტია არის თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ გამოკითხულთა 25%-მა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაასახელა, 6%-მა კი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გამოკითხულთა 39% არ იზიარებს არც ერთი პარტიის შეხედულებებს.ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკულმა ორგანიზაციამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო სწორი პროგნოზის გაკეთება.ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია შედარებით უკეთესია, ხაზგასმით აღნიშნა ვოლსკიმ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ყურადღება კვლევის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყნის განვითარების შესახებ მოსახლეობის აზრს ეხება.ამრიგად, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს 14%-ით მეტია წინა კვლევასთან შედარებით.ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები იყო მნიშვნელოვანი, აღნიშნა დეპუტატმა.კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ყოველთვის არის სკეპტიციზმი, იმის მიხედვით, თუ ვინ ატარებს მათ, თავის მხრივ განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, თუმცა მოსახლეობას უკმარისობის გრძნობა ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ აქვს.კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა 30%-ს მიაჩნია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირს, ხოლო გამოკითხულთა 29%-ის აზრით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. გამოკითხულთა 25% თვლის, რომ საქართველო უფრო მეტად დაშორდა ევროკავშირს.გარდა ამისა, კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი (38%) მიიჩნევს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ხოლო კიდევ 18%-მა უპასუხა, რომ მთავრობა ამისთვის არაფერს არ აკეთებს. საპირისპირო აზრს იზიარებს გამოკითხვის მონაწილეთა 30%. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 13%-მა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_9c581fa9f18133c71cd8e93bcc025463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვას სკეპტიკურად უყურებს
ქართველმა პოლიტიკოსებმა კიდევ ერთი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა შეაფასეს
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას საქართველოში, მიზნად ისახავს საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ხუთშაბათს კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. კითხვაზე „რომელი პარტია არის თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ გამოკითხულთა 25%-მა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაასახელა, 6%-მა კი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გამოკითხულთა 39% არ იზიარებს არც ერთი პარტიის შეხედულებებს.
ვოლსკის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკულმა ორგანიზაციამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო სწორი პროგნოზის გაკეთება.
„NDI, IRI და ბევრი კვლევითი ორგანიზაცია დაკავებული იქნება იმით, რომ გარკვეული ინფორმაციული შეტევა მიიტანოს ქართულ საზოგადოებაზე. მე არ მინახავს კვლევის შედეგები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემები სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია შედარებით უკეთესია, ხაზგასმით აღნიშნა ვოლსკიმ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ყურადღება კვლევის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყნის განვითარების შესახებ მოსახლეობის აზრს ეხება.
ამრიგად, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს 14%-ით მეტია წინა კვლევასთან შედარებით.
„გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და თავს დაცულად გრძნობს, მათ შორის გამოკითხულთა 25 პროცენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და, კვლევის თანახმად, 76 პროცენტი თითქოს მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ განწყობას და პოზიციას გამოხატავს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები იყო მნიშვნელოვანი, აღნიშნა დეპუტატმა.
კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ყოველთვის არის სკეპტიციზმი, იმის მიხედვით, თუ ვინ ატარებს მათ, თავის მხრივ განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„NDI-ის კვლევის შედეგები ტენდენციას აჩვენებს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველოა, საზოგადოებაში არსებობს რწმენა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ და მთავრობას კრიზისის მართვა შეუძლია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, თუმცა მოსახლეობას უკმარისობის გრძნობა ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ აქვს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა 30%-ს მიაჩნია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირს, ხოლო გამოკითხულთა 29%-ის აზრით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. გამოკითხულთა 25% თვლის, რომ საქართველო უფრო მეტად დაშორდა ევროკავშირს.
გარდა ამისა, კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილი (38%) მიიჩნევს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ხოლო კიდევ 18%-მა უპასუხა, რომ მთავრობა ამისთვის არაფერს არ აკეთებს. საპირისპირო აზრს იზიარებს გამოკითხვის მონაწილეთა 30%. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 13%-მა.