https://sputnik-georgia.com/20230202/partia-saqartvelostvis-rusetis-moqalaqeebistvis-uvizo-rejimis-vadis-semcirebas-moitxovs-274512059.html
პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადის შემცირებას მოითხოვს
პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადის შემცირებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო მიგრაციის შესახებ განაცხადა. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T21:58+0400
2023-02-02T21:58+0400
2023-02-02T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც საუბარია უკონტროლო მიგრაციის გამო რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის ვადის შემცირებისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კონტროლის არსებული მექანიზმები ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს სრულად პასუხობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, რუსეთიდან საქართველოში ადამიანების არანაირი განსაკუთრებული შემოდინება არ არის, ხოლო რუსეთიდან შემოსულთა დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, რომლებიც საქართველოდან თავის დროზე წავიდნენ. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ბრუნდება უკან ან სხვა ქვეყნებში მიემგზავრება.პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და უქმნის რისკებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათთვის საკმარისია საქართველოს საზღვრის რამდენიმე საათით გადაკვეთა და ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1.087.257 ვიზიტი განახორციელეს. ეს ხუთჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით და მეოთხედით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს, როდესაც საქართველოში ტურიზმის პიკი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში
პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადის შემცირებას მოითხოვს
21:58 02.02.2023 (განახლებულია: 22:42 02.02.2023) ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო მიგრაციის შესახებ განაცხადა.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც საუბარია უკონტროლო მიგრაციის გამო რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის ვადის შემცირებისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კონტროლის არსებული მექანიზმები ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს სრულად პასუხობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, რუსეთიდან საქართველოში ადამიანების არანაირი განსაკუთრებული შემოდინება არ არის, ხოლო რუსეთიდან შემოსულთა დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, რომლებიც საქართველოდან თავის დროზე წავიდნენ. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ბრუნდება უკან ან სხვა ქვეყნებში მიემგზავრება.
„თვეებია ქვეყანაში ხორციელდება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და ამ ფონზე ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები არიან ტურისტები. არადა, ამასობაში ისინი დაფუძნდნენ საქართველოში, შეიძინეს უძრავი ქონება, დაიწყეს სხვადასხვა სახის უკონტროლო საქმიანობა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და უქმნის რისკებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.
დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათთვის საკმარისია საქართველოს საზღვრის რამდენიმე საათით გადაკვეთა და ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
„დღეს რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1.087.257 ვიზიტი განახორციელეს. ეს ხუთჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით და მეოთხედით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს, როდესაც საქართველოში ტურიზმის პიკი იყო.