"3+3", ზურაბიშვილი და დასავლური ზეწოლა: ლავროვმა საქართველოზე მწვავე კითხვებს უპასუხა

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეწამყვან დმიტრი კისელევთან ინტერვიუში შეეხო.
რუსმა დიპლომატმა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლაზე, „3+3“ ფორმატის ამოცანებზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„დასავლეთის ზეწოლა“

ლავროვის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ზეწოლის საპასუხოდ, რომელსაც დასავლეთი ახორციელებს, საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„არის [საქართველოს] პრემიერის, მისი მინისტრების განცხადებები, რომ უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდნენ სანქციებს და გახსნან მეორე ფრონტი (ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის), ისინი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ: „რუსეთთან გვაქვს ვაჭრობა, გვაქვს ტურიზმი, ვიღებთ ენერგორესურსებს — ეს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს“, — ასე ასახა ლავროვმა თბილისის პოზიცია.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამავე დროს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.

ზურაბიშვილის შესახებ

მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარების გზას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს, განაცხადა ინტერვიუში სერგეი ლავროვმა.
მანამდე მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმნენ ამას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი წინააღმდეგი იყო.
როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, ის კარგად იცნობს ზურაბიშვილს, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ლავროვის თქმით, სწორედ მაშინ განიხილებოდა ქართულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის საკითხი, სადაც მხარეები ამ საფრთხეების აღმოფხვრაზე იმუშავებდნენ. მაგრამ შემდეგ პროექტი გაუქმდა.
„მაგრამ ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას და უფრო ცერემონიულ ფუნქციებს ასრულებს, არის მთავრობაც“, — განაცხადა ლავროვმა.

„რუსეთის გამღიზიანებელი“

რუსეტის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ დასავლეთს სურს, საქართველო „რუსეთის გამაღიზიანებლად“ აქციოს.
„იმაში, რომ საქართველოს რუსეთის კიდევ ერთ „გამღიზიანებლად“ ქცევა, სიტუაციის სააკაშვილის აგრესიულ დროში დაბრუნება სურთ, ეჭვი არ მეპარება“, - აღნიშნა მან.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა ქართული მხარის ინიციატივით — მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 26 აგვისტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

ფორმატი „3+3“

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი პროპაგანდას უწევს „3 + 3“ ფორმატს, რათა რეგიონში აღმშენებლობაზე კონსტრუქციული აქცენტები შექმნას.
„3+3“ პლატფორმის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები გამოვიდნენ. ირანი და რუსეთი მიესალმნენ ამ იდეას. ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის რეგიონულ საკონსულტაციო მექანიზმ „3+3-ში“ მონაწილეობაზე.
„იმისთვის, რომ ამ რეგიონში აღმშენებლობაზე კონსტრუქციულმა მიზანმიმართულობამ გაიმარჯვოს , ჩვენ ხელს ვუწყობთ „3 + 3“ ფორმატს... პირველი კონტაქტი უკვე შედგა. საქმიანობას განვაგრძობთ“, - განაცხადა ლავროვმა.
„3+3-ის“ პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გაიმართა მოსკოვში — რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის თანათავმჯდომარეობით.
ყველა ახალი ამბავი
0