ლავროვი: მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარების გზას ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარების გზას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორთან დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში.
მანამდე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმნენ ამას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი წინააღმდეგი იყო.
კისელიოვთან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ზურაბიშვილს, რომელიც 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ლავროვის თქმით, სწორედ მაშინ განიხილებოდა ქართულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის საკითხი, სადაც მხარეები ამ საფრთხეების აღმოფხვრაზე იმუშავებდნენ. მაგრამ შემდეგ პროექტი გაუქმდა.

„მაგრამ ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას და უფრო ცერემონიულ ფუნქციებს ასრულებს, არის მთავრობაც“, — განაცხადა ლავროვმა.

ამასთან რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობს, დასავლეთს კი მისი რუსეთის გამღიზიანებლად გადაქცევა სურს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამავე დროს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
ყველა ახალი ამბავი
0