კვარაცხელიას და ოსიმენის დუეტი სერია A-ში ერთ-ერთ უძლიერესად დასახელდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში არიან, აღნიშნა ფედერიკო კიეზამ.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. იტალიურმა სპორტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ნაწყვეტები ფედერიკო კიეზას შესახებ დოკუმენტური ფილმიდან, სადაც ევროპის ჩემპიონი, იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელი საუბრობს სერია A-ს უძლიერეს დუეტზე: „ნაპოლის“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე (Victor Osimhen).
„ოსი-კვარას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია სერია А-ში. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და, რაც მთავარია, სეზონის დაწყებიდან შეწყობილად თამაშობენ“, – აღნიშნა კიეზამ.
© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ოსიმენი
Футбол. Лига Европы. Матч Наполи - Спартак - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
ვიქტორ ოსიმენი
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ასევე კომენტარი გააკეთა სატურნირო ცხრილში თავისი კლუბის მდგომარეობაზე, რომელიც უკიდურესად რთული გახდა „ნაპოლისთან“ და „მონცასთან“ დამარცხების შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ნაპოლის“ გამარჯვებაში „ტურინთან“ – ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა.

„ბოლო რამდენიმე მატჩში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი შეტევა, დავკარგეთ აგრესია და არაფერი შეგვიქმნია, მეტოქეების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ", – აღიარა კიეზამ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც შვიდი გოლი და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა.
ყველა ახალი ამბავი
0