კასპში მამაკაცი, სავარაუდოდ, გარეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს: ადგილობრივებმა ფეხები იპოვეს

© Pixabay / Alexas_Fotosმგელი
მგელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
ლამისყანის 72 წლის მცხოვრების ფეხები მის სახლთან ახლოს იპოვეს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ფეხები იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ადგილობრივებმა იპოვეს ადამიანის ქვედა კიდურები და ამის შესახებ პოლიციას აცნობეს. სავარაუდოდ, 72 წლის ავთანდილ ბენაიშვილი მგელმა იმსხვერპლა.
როგორც ლამისყანაში ვარაუდობენ, ადგილობრივი მცხოვრები გარეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს.

„გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს“, – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭიხინაშვილი.

ფეხები სახლთან ახლოს იპოვეს.
ადგილობრივები რეაგირებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ უნდა მიეცეთ მგელზე ნადირობის უფლება.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს და შინაურ ცხოველებს ემუქრება.
„პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა უწყებას გამგეობამ უნდა გაუგზავნოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0