https://sputnik-georgia.com/20230202/irani-ispahanis-teraqtsi-israels-adanasaulebs-274485539.html
გამაფრთხილებელი წერილი გაეროს: ირანი ისპაჰანის ტერაქტში ისრაელს ადანაშაულებს
გამაფრთხილებელი წერილი გაეროს: ირანი ისპაჰანის ტერაქტში ისრაელს ადანაშაულებს
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ისპაჰანის სამხედრო ობიექტზე თავდასხმაზე ისრაელია პასუხისმგებელი, მიაჩნია გაეროში ირანის მუდმივ წარმომადგენელს საიდ ირავანს. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T13:14+0400
2023-02-02T13:14+0400
2023-02-02T18:50+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ირანი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:100:2817:1684_1920x0_80_0_0_0678aff6a9717ef7590a5429ccc5ed59.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ისპაჰანის სამხედრო ობიექტზე თავდასხმაზე ისრაელია პასუხისმგებელი, მიაჩნია გაეროში ირანის მუდმივ წარმომადგენელს საიდ ირავანს.ამის თაობაზე ირანელი დიპლომატი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში აცხადებს.როგორც წერილშია ნათქვამი, ირანს აქვს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებაზე დაფუძნებული კანონიერი და განუყოფელი უფლება, „დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და მტკიცე პასუხი გასცეს სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ სამართალდარღვევასა და მისგან მომდინარე საშიშროებებს — როცა ამას აუცილებლად მიიჩნევს“.ამასთან ირავანი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და დაგმოს ისრაელის „სიონისტური ხელისუფლების მტრული განცხადებები“.ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება კვირას, 29 იანვრის ღამით მოხდა. მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტს დრონებით შეუტიეს, თუმცა ერთი დრონი ჩამოაგდეს, ორი კი თავდაცვის სისტემის ხაფანგში მოხვდა და აფეთქდა.წყარო: ISNA
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252565329_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6c1a797e7847122ab2202f53927438fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ირანი , ახალი ამბები
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ირანი , ახალი ამბები
გამაფრთხილებელი წერილი გაეროს: ირანი ისპაჰანის ტერაქტში ისრაელს ადანაშაულებს
13:14 02.02.2023 (განახლებულია: 18:50 02.02.2023) თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ისპაჰანის სამხედრო ობიექტზე თავდასხმაზე ისრაელია პასუხისმგებელი, მიაჩნია გაეროში ირანის მუდმივ წარმომადგენელს საიდ ირავანს.
ამის თაობაზე ირანელი დიპლომატი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში აცხადებს.
„წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ქალაქ ისპაჰანში ირანის თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი სიონისტური რეჟიმია, რომელიც საერთაშორისო კანონებს არღვევს“, — ციტირებს სააგენტო ISNA ირავანს.
როგორც წერილშია ნათქვამი, ირანს აქვს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებაზე დაფუძნებული კანონიერი და განუყოფელი უფლება, „დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და მტკიცე პასუხი გასცეს სიონისტური რეჟიმის ნებისმიერ სამართალდარღვევასა და მისგან მომდინარე საშიშროებებს — როცა ამას აუცილებლად მიიჩნევს“.
ამასთან ირავანი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და დაგმოს ისრაელის „სიონისტური ხელისუფლების მტრული განცხადებები“.
ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება კვირას, 29 იანვრის ღამით მოხდა. მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტს დრონებით შეუტიეს, თუმცა ერთი დრონი ჩამოაგდეს, ორი კი თავდაცვის სისტემის ხაფანგში მოხვდა და აფეთქდა.