https://sputnik-georgia.com/20230202/henri-kuprasvilma-msoflio-cempionatze-6-oqro-moipova-274487619.html
ქართველმა 76 წლის მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა 76 წლის მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T13:56+0400
2023-02-02T13:56+0400
2023-02-02T19:26+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23730/84/237308406_0:90:2048:1242_1920x0_80_0_0_ad5b0df0a625ba737ab75d1d4d45bedf.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა – მან ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო სლოვენიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ზამთრის ცურვაში.მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან, წყლის ტემპერატურა ხუთი გრადუსი იყო. ჰენრი კუპრაშვილი ტურნირზე „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ გუნდის სახელით გამოვიდა.ჰენრი კუპრაშვილმა 2002 წელს „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.2013 წელს 67 წლისამ ბოსფორის მასობრივ მარათონულ გადაცურვაში მეორე შედეგი აჩვენა. მასში მონაწილეობდა 1500 მოცურავე 37 ქვეყნიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23730/84/237308406_136:0:1912:1332_1920x0_80_0_0_c0a4aee9b58f6141a8c876782876f1ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ქართველმა 76 წლის მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა
13:56 02.02.2023 (განახლებულია: 19:26 02.02.2023) მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა – მან ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო სლოვენიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ზამთრის ცურვაში.
მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან, წყლის ტემპერატურა ხუთი გრადუსი იყო. ჰენრი კუპრაშვილი ტურნირზე „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ გუნდის სახელით გამოვიდა.
ჰენრი კუპრაშვილმა 2002 წელს „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.
2013 წელს 67 წლისამ ბოსფორის მასობრივ მარათონულ გადაცურვაში მეორე შედეგი აჩვენა. მასში მონაწილეობდა 1500 მოცურავე 37 ქვეყნიდან.