https://sputnik-georgia.com/20230202/general-atomics-aeronautical-systems-274482091.html
ამერიკული კომპანია მზადაა უკრაინას მოწინავე დრონები 1 დოლარად მიჰყიდოს
ამერიკული კომპანია მზადაა უკრაინას მოწინავე დრონები 1 დოლარად მიჰყიდოს
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ამერიკული კომპანია General Atomics Aeronautical Systems, რომელიც მოწინავე მოიერიშე და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს, მზად არის... 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T10:28+0400
2023-02-02T10:28+0400
2023-02-02T15:33+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274481719_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_74fa28de45f115a8962d25ee1efaaa24.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ამერიკული კომპანია General Atomics Aeronautical Systems, რომელიც მოწინავე მოიერიშე და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს, მზად არის მიჰყიდოს ორი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინას მხოლოდ 1 დოლარად, და მოუწოდებს თეთრ სახლს, დაამტკიცოს ეს გარიგება, წერს „ამერიკის ხმა“ (VOA).როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებს ვაშინგტონს, მიაწოდოს უკრაინას მის მიერ წარმოებული მძლავრი დრონები Grey Eagle და Reaper, რომლებიც აშშ-ის ძალებმა ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და სამხედრო კონფლიქტების სხვა ზონებში დაზვერვისა და წერტილოვანი დარტყმებისთვის.მწარმოებლის განცხადებით, შორი მანძილის ამ დრონს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობები აქვს, რაც ასე სჭირდება უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში.როგორც VOA წერს, პენტაგონმა მანამდე უკრაინას უკვე მიაწოდა რამდენიმე მცირე მოიერიშე და მზვერავი დრონი, მაგრამ არა General Atomics-ის დრონების მსგავსი, რომლებიც მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მოქმედების დიდი დიაპაზონი აქვთ.General Atomics-ის დირექტორ ლინდენ ბლუს თქმით, კომპანია მზადაა სიმბოლურ ფასად — 1 დოლარად გადასცეს კიევს თავისი ორი უპილოტო საფრენი აპარატი მართვის სადგურთან და სხვა აღჭურვილობასთან ერთად.ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს დრონების მართვა-გამოყენებას თავადვე შეასწავლიან სრულიად უფასოდ. უკრაინას მხოლოდ უპილოტო აპარატების ტრანსპორტირების ხარჯები ექნება დასაფარი.წყარო: VOA
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274481719_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f2ddd3f12182a3e1567094172a61040.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ამერიკული კომპანია General Atomics Aeronautical Systems, რომელიც მოწინავე მოიერიშე და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს, მზად არის მიჰყიდოს ორი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინას მხოლოდ 1 დოლარად, და მოუწოდებს თეთრ სახლს, დაამტკიცოს ეს გარიგება, წერს „ამერიკის ხმა“ (VOA).
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებს ვაშინგტონს, მიაწოდოს უკრაინას მის მიერ წარმოებული მძლავრი დრონები Grey Eagle და Reaper, რომლებიც აშშ-ის ძალებმა ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და სამხედრო კონფლიქტების სხვა ზონებში დაზვერვისა და წერტილოვანი დარტყმებისთვის.
მწარმოებლის განცხადებით, შორი მანძილის ამ დრონს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობები აქვს, რაც ასე სჭირდება უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში.
როგორც VOA წერს, პენტაგონმა მანამდე უკრაინას უკვე მიაწოდა რამდენიმე მცირე მოიერიშე და მზვერავი დრონი, მაგრამ არა General Atomics-ის დრონების მსგავსი, რომლებიც მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მოქმედების დიდი დიაპაზონი აქვთ.
General Atomics-ის დირექტორ ლინდენ ბლუს თქმით, კომპანია მზადაა სიმბოლურ ფასად — 1 დოლარად გადასცეს კიევს თავისი ორი უპილოტო საფრენი აპარატი მართვის სადგურთან და სხვა აღჭურვილობასთან ერთად.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს დრონების მართვა-გამოყენებას თავადვე შეასწავლიან სრულიად უფასოდ. უკრაინას მხოლოდ უპილოტო აპარატების ტრანსპორტირების ხარჯები ექნება დასაფარი.