https://sputnik-georgia.com/20230202/gatexili-gulis-sindromi-mizezebi-da-simptomebi-274491585.html
გატეხილი გულის სინდრომი: რეალური დაავადების მიზეზები და სიმპტომები
გატეხილი გულის სინდრომი: რეალური დაავადების მიზეზები და სიმპტომები
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თუ ცხარე კამათის ან რაიმე ემოციური რყევის შემდეგ უეცრად მკერდში ტკივილი იგრძენით, შესაძლოა ეს გატეხილი გულის სინდრომი იყოს... 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T14:54+0400
2023-02-02T14:54+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23555/25/235552574_0:294:2405:1647_1920x0_80_0_0_6bb58cb99b84f9ee9db4b9d7d89a8460.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თუ ცხარე კამათის ან რაიმე ემოციური რყევის შემდეგ უეცრად მკერდში ტკივილი იგრძენით, შესაძლოა ეს გატეხილი გულის სინდრომი იყოს, აცხადებენ ექიმები.გატეხილი გულის სინდრომი, ანუ კარდიომიოპათია ტაკოცუბო არის მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთის ფუნქციის მოულოდნელი დარღვევა ხდება. ძირითადად თავს იჩენს ქალებში, კლიმაქტერულ პერიოდში.სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზებია მწუხარება და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი, ამიტომ მას ხშირად სტრესულ კარდიომიპათიასაც უწოდებენ. იშვიათ შემთხვევებში გატეხილი გულის სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს მანამდე გადატანილი დაავადებაც. თუმცა ზოგჯერ ამ მდგომარეობის გამომწვევი აშკარა მიზეზების დადგენა შეუძლებელია.საქმე ისაა, რომ გატეხილი გულის სინდრომი არც ისე დიდი ხანია ცნობილია და ამიტომ ბევრ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ არის გაცემული.ექიმების თქმით, გატეხილი გულის სინდრომის სიმპტომები ძალიან ჰგავს მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებს. მაგრამ მიოკარდიუმის ინფარქტისგან განსხვავებით, ამ დროს კორონარული არტერიები არ იბლოკება და სრულად ფუნქციონირებს.დაავადებას იშვიათად მოსდევს სერიოზული გართულებები, ჩვეულებისამებრ ის რამდენიმე კვირაში გადის.გატეხილი გულის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:გატეხილი გულის სინდრომის პროვოცირების მიზეზი, გარდა მწუხარებისა, სტრესისა და ემოციური აფეთქებისა, ასევე შეიძლება იყოს ზოგი დაავადების მკურნალობის მეთოდი, ან, იშვიათ შემთხვევაში, მანამდე გადატანილი დაავადებაც. ეს შეიძლება იყოს:საკითხი, თუ რატომ იწვევს ეს ფაქტორები გულის მარცხენა პარკუჭის დისფუნქციას, ამჟამად საკმარისად შესწავლილი არ არის. ექიმები ვარაუდობენ, რომ ასაკის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარკვეული ჰორმონებიც.მაგალითად, გატეხილი გულის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სისხლში სტრესის ჰორმონების — ეპინეფრინისა და ნორადრენალინის მომატებული დონე. ამ ჰორმონებს გულის კუნთის დაზიანება შეუძლია.როგორ მიმდინარეობს დაავადებაგატეხილი გულის სინდრომის მქონე ადამიანების უმეტესობას გულის ფუნქცია თავისთავად აღუდგება რამდენიმე კვირაში — მკურნალობის გარეშე. თუმცა ზოგ შემთხვევაში ხდება ისეთი გართულებებიც, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ესენია:გატეხილი გულის სინდრომის მქონენი სწორედ ამ გართულებების გამო იღუპებიან. და მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი ძირითადად ქალებს ემართებათ, დაღუპუთა შორის უმეტესობა მამაკაცია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23555/25/235552574_0:69:2405:1873_1920x0_80_0_0_ed9023fba484135045465523e940fc83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თუ ცხარე კამათის ან რაიმე ემოციური რყევის შემდეგ უეცრად მკერდში ტკივილი იგრძენით, შესაძლოა ეს გატეხილი გულის სინდრომი იყოს, აცხადებენ ექიმები.
გატეხილი გულის სინდრომი, ანუ კარდიომიოპათია ტაკოცუბო არის მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთის ფუნქციის მოულოდნელი დარღვევა ხდება. ძირითადად თავს იჩენს ქალებში, კლიმაქტერულ პერიოდში.
სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზებია მწუხარება და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი, ამიტომ მას ხშირად სტრესულ კარდიომიპათიასაც უწოდებენ. იშვიათ შემთხვევებში გატეხილი გულის სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს მანამდე გადატანილი დაავადებაც. თუმცა ზოგჯერ ამ მდგომარეობის გამომწვევი აშკარა მიზეზების დადგენა შეუძლებელია.
საქმე ისაა, რომ გატეხილი გულის სინდრომი არც ისე დიდი ხანია ცნობილია და ამიტომ ბევრ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ არის გაცემული.
ექიმების თქმით, გატეხილი გულის სინდრომის სიმპტომები ძალიან ჰგავს მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებს. მაგრამ მიოკარდიუმის ინფარქტისგან განსხვავებით, ამ დროს კორონარული არტერიები არ იბლოკება და სრულად ფუნქციონირებს.
დაავადებას იშვიათად მოსდევს სერიოზული გართულებები, ჩვეულებისამებრ ის რამდენიმე კვირაში გადის.
გატეხილი გულის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში,
იშვიათად — გულის უკმარისობა,
ორგანიზმში სითხის შეკავება.
გატეხილი გულის სინდრომის პროვოცირების მიზეზი, გარდა მწუხარებისა, სტრესისა და ემოციური აფეთქებისა, ასევე შეიძლება იყოს ზოგი დაავადების მკურნალობის მეთოდი, ან, იშვიათ შემთხვევაში, მანამდე გადატანილი დაავადებაც. ეს შეიძლება იყოს:
ქიმიოთერაპია — ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ;
სეფსისი (სისხლის მოწამვლა);
სასუნთქი სისტემის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ასთმა ან ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება;
ფსიქიკური აშლილობა (მაგ: შფოთვითი აშლილობა);
სისხლში ლიპიდების მაღალი დონე.
საკითხი, თუ რატომ იწვევს ეს ფაქტორები გულის მარცხენა პარკუჭის დისფუნქციას, ამჟამად საკმარისად შესწავლილი არ არის. ექიმები ვარაუდობენ, რომ ასაკის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარკვეული ჰორმონებიც.
მაგალითად, გატეხილი გულის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სისხლში სტრესის ჰორმონების — ეპინეფრინისა და ნორადრენალინის მომატებული დონე. ამ ჰორმონებს გულის კუნთის დაზიანება შეუძლია.
როგორ მიმდინარეობს დაავადება
გატეხილი გულის სინდრომის მქონე ადამიანების უმეტესობას გულის ფუნქცია თავისთავად აღუდგება რამდენიმე კვირაში — მკურნალობის გარეშე. თუმცა ზოგ შემთხვევაში ხდება ისეთი გართულებებიც, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ესენია:
კარდიოგენური შოკი — ეს ნიშნავს იმას, რომ გული ვეღარ აწვდის ორგანიზმს საკმარის ჟანგბადს;
თრომბოემბოლია — მდგომარეობა, როდესაც თრომბი სისხლძარღვის კედელს სწყდება და სისხლნაკადში ხვდება. თუ თრომბი სისხლძარღვში გაიჭედება და სისხლნაკადს დაბლოკავს, ამან შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს.
გატეხილი გულის სინდრომის მქონენი სწორედ ამ გართულებების გამო იღუპებიან. და მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი ძირითადად ქალებს ემართებათ, დაღუპუთა შორის უმეტესობა მამაკაცია.