https://sputnik-georgia.com/20230202/erovnuli-banki-mkacri-monetaruli-politika-wlis-ganmavlobashi-shenarchundeba-274486017.html
ეროვნული ბანკი: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში დარჩება
ეროვნული ბანკი: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში დარჩება
კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი კონცენტრირებული რჩება ინფლაციის შემცირებაზე. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T14:15+0400
2023-02-02T14:15+0400
2023-02-02T19:29+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067879_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_a92733e07dd2c028064ebe95745815bb.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ფასების ზრდის რისკი კვლავ მაღალია ბაზარზე არსებული გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის დეკემბერი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით) 9,8% შეადგინა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდამ პიკური პერიოდი გადალახა, დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე გაცილებით მეტია.„არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და, ამჟამინდელი პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.მარეგულირებლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.ოთხშაბათს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067879_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_e007f6a7432b860d5f06ec9fd2d04537.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
ეროვნული ბანკი: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში დარჩება
14:15 02.02.2023 (განახლებულია: 19:29 02.02.2023) კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი კონცენტრირებული რჩება ინფლაციის შემცირებაზე.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ფასების ზრდის რისკი კვლავ მაღალია ბაზარზე არსებული გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის დეკემბერი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით) 9,8% შეადგინა.
„საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდამ პიკური პერიოდი გადალახა, დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე გაცილებით მეტია.
„არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება და, ამჟამინდელი პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მარეგულირებლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.
ოთხშაბათს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.