საიუველირო სამკაულები ზოგადად ძვირადღირებული ნაკეთობებია, თუმცა მათ შორის კიდევ არის ისეთები, რომლებსაც განსაკუთრებული ფასი აქვთ.იუველირის პროფესია ერთ-ერთი უძველესია. სამკაულებით გალამაზების სურვილი ხომ ადამიანს ოდითგანვე ჰქონდა. ხოლო სამკაულის ფასი ხაზს უსვამს მის სოციალურ სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობას.
საიუველირო სამკაულები ზოგადად ძვირადღირებული ნაკეთობებია, თუმცა მათ შორის კიდევ არის ისეთები, რომლებსაც განსაკუთრებული ფასი აქვთ.
იუველირის პროფესია ერთ-ერთი უძველესია. სამკაულებით გალამაზების სურვილი ხომ ადამიანს ოდითგანვე ჰქონდა. ხოლო სამკაულის ფასი ხაზს უსვამს მის სოციალურ სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობას.
ღია ნარინჯისფერი 14,32 კარატიანი უნიკალური ბრილიანტი. ქვა 30 წელზე მეტ ხანს ეკუთვნოდა უცნობ კოლექციონერს, ხოლო როცა ის გასაყიდად გამოიფინა, 35,5 მილიონ დოლარად შეფასდა, რითაც ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა. ის დასახელდა ყველაზე ძვირფას ნარინჯისფერ ბრილიანტად და თითო კარატზე ყველაზე მაღალი ფასიც მას დაედო
ყელსაბამი სახელწოდებით Incomparable ("შეუდარებელი"), რომელიც 2013 წელს შექმნა ლიბანურმა საიუველირო ბრენდმა Mouawad. მისი ფასი 55 მილიონი დოლარია, იწონის 637 კარატს
1952 წელს ჟანა ტუსენმა და Cartier-ს დიზაინერმა პიტერ ლემარშანმა უოლის სიმპსონისთვის შექმნეს სამაჯური Panther. პანტერის სხეული მორთულია ბრილიანტებითა და ონიქსით, ხოლო თვალები შესრულებულია ზურმუხტისგან