https://sputnik-georgia.com/20230201/tbilisis-meria-socialurad-daucveli-studentebis-dasafinanseblad-ganacxadebis-mirebas-iwyebs-274452930.html
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
Sputnik საქართველო
დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T14:06+0400
2023-02-01T14:06+0400
2023-02-01T19:45+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_0:43:3095:1784_1920x0_80_0_0_7b8fdabb6bdd26abcf938359d10c1773.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.დაფინანსების მიღებას შეძლებენ:„აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია“, – თქვა კალაძე.დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.კახა კალაძემ დასახელებული კატეგორიების სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_124:0:2853:2047_1920x0_80_0_0_a2578e5fa90f6c5540a3455f7af8be9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო
მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას იწყებს
14:06 01.02.2023 (განახლებულია: 19:45 01.02.2023) დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერია განცხადებების მიღებას დღეიდან იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
დაფინანსების მიღებას შეძლებენ:
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
„აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია“, – თქვა კალაძე.
დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
„2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 4.555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 3.720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დასახელებული კატეგორიების სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.