https://sputnik-georgia.com/20230201/taqsis-reforma-mesame-etapi-274450776.html
როდიდან დაიწყება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
როდიდან დაიწყება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
Sputnik საქართველო
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი ხვალ გამართავს. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T13:08+0400
2023-02-01T13:08+0400
2023-02-01T17:51+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_0:109:3000:1797_1920x0_80_0_0_e41b27b86da65be7bf75f295b40a86fc.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი 1 აპრილიდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.თბილისის მერიამ ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლებს ტაქსის ლიცენზიის აღება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა, მანქანის თეთრად გადაღებვა და სხვა ვალდებულებები დაეკისრათ.მერიამ უკვე შეიმუშავა ამ მიმართულებით ცვლილებების გეგმა, რომელსაც დედაქალაქის მერი საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.„ხვალიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვის-ცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და ისინი მზად არიან დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისში ტაქსის რეფორმის პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა: რა გაკეთდა და რა გაკეთდება>>A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.2019 წლის 1 ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი მერიამ უფასო ვაუჩერი დააწესა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები დაურიგდათ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24675/99/246759990_230:0:2771:1906_1920x0_80_0_0_8e84054229afa7d455314059f3312c73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
როდიდან დაიწყება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
13:08 01.02.2023 (განახლებულია: 17:51 01.02.2023) ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი ხვალ გამართავს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი 1 აპრილიდან ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერიამ ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლებს ტაქსის ლიცენზიის აღება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა, მანქანის თეთრად გადაღებვა და სხვა ვალდებულებები დაეკისრათ.
„სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს 1 აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი“, – განაცხადა კალაძემ.
მერიამ უკვე შეიმუშავა ამ მიმართულებით ცვლილებების გეგმა, რომელსაც დედაქალაქის მერი საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
„ხვალიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვის-ცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და ისინი მზად არიან დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისში ტაქსის რეფორმის პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.
A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.
B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი მერიამ უფასო ვაუჩერი დააწესა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები დაურიგდათ.