https://sputnik-georgia.com/20230201/sermadini-espanetis-cempionatsi-ianvris-sauketeso-kalatburtelia-274461096.html
ორი ნაბიჯი რეკორდამდე - შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო კალათბურთელია
ორი ნაბიჯი რეკორდამდე - შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო კალათბურთელია
Sputnik საქართველო
ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინს კიდევ ორი ტიტული სჭირდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის უპირობო ლიდერი გახდეს. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T16:34+0400
2023-02-01T16:34+0400
2023-02-01T22:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/33/236963382_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_4a844141e4e6c3a4783b7cea5ac2c21c.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.ეს შერმადინისთვის MVP Movistar-ის მე-18 ტიტულია ზედიზედ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. ასეთი შედეგით შერმადინმა გაუსწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს. ქართველ კალათბურთელს აქვს შანსი, რომ ლიდერები უკან ჩამოიტოვოს.ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ს ყველაზე მეტი ტიტული (19-19) მოიპოვეს ლეგენდარულმა არვიდას საბონისმა და ლო რომ. ქართველ კალათბურთელს კიდევ ორი ტიტული სჭირდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის უპირობო ლიდერი გახდეს.შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა>>შერმადინმა იანვარში მოიპოვა საშუალოდ 18,6 ქულა, 6,4 მოხსნა და ორი გადაცემა. ორქულიანი ტყორცნების სიზუსტეა 69,8%, საჯარიმო ტყორცნების - 97,1%.MVP Movistar არის ტიტული, რომელსაც ყოველთვიურად ანიჭებენ ესპანეთის ჩემპიონატის (ენდესის ლიგა) ყველაზე ღირებულ მოთამაშეს. ყველაზე ღირებულ მოთამაშეს განსაზღვრავენ ასევე თითოეული მატჩის, ტურისა და მთელი სეზონის შედეგების მიხედვით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/33/236963382_132:0:1912:1335_1920x0_80_0_0_09784c14e75466f0a3282bd89a9e0dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
ორი ნაბიჯი რეკორდამდე - შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო კალათბურთელია
16:34 01.02.2023 (განახლებულია: 22:02 01.02.2023) ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინს კიდევ ორი ტიტული სჭირდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის უპირობო ლიდერი გახდეს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ეს შერმადინისთვის MVP Movistar-ის მე-18 ტიტულია ზედიზედ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. ასეთი შედეგით შერმადინმა გაუსწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს. ქართველ კალათბურთელს აქვს შანსი, რომ ლიდერები უკან ჩამოიტოვოს.
ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ს ყველაზე მეტი ტიტული (19-19) მოიპოვეს ლეგენდარულმა არვიდას საბონისმა და ლო რომ. ქართველ კალათბურთელს კიდევ ორი ტიტული სჭირდება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის უპირობო ლიდერი გახდეს.
შერმადინმა იანვარში მოიპოვა საშუალოდ 18,6 ქულა, 6,4 მოხსნა და ორი გადაცემა. ორქულიანი ტყორცნების სიზუსტეა 69,8%, საჯარიმო ტყორცნების - 97,1%.
MVP Movistar არის ტიტული, რომელსაც ყოველთვიურად ანიჭებენ ესპანეთის ჩემპიონატის (ენდესის ლიგა) ყველაზე ღირებულ მოთამაშეს. ყველაზე ღირებულ მოთამაშეს განსაზღვრავენ ასევე თითოეული მატჩის, ტურისა და მთელი სეზონის შედეგების მიხედვით.