https://sputnik-georgia.com/20230201/saqartvelosi-mosavlianobis-problemis-gadawras-apireben-274448311.html
საქართველოში დაბალი მოსავლიანობის პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან
საქართველოში დაბალი მოსავლიანობის პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან
მზადდება მოხსენება სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T11:39+0400
2023-02-01T11:39+0400
2023-02-01T16:56+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fdca12d22156a31c4c2846b64dade53a.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარ მიწაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, განაცხადა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით წილოსანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სოფლის განვითარების სააგენტოს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მოსავლის გაზრდის მიღწევა, აღნიშნა მან.„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთონ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით“, – განაცხადა წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს მოიტანს.თემატური მოხსენება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მზადდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0828ccd46716bacb3a75f2f85b90a851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“
საქართველოში დაბალი მოსავლიანობის პრობლემის გადაჭრას შეეცდებიან
11:39 01.02.2023 (განახლებულია: 16:56 01.02.2023) მზადდება მოხსენება სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარ მიწაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, განაცხადა აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით წილოსანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სოფლის განვითარების სააგენტოს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.
„საქართველოში ჰექტარზე მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში არის და, რა თქმა უნდა, ქართული აგროპროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსავლიანობა გავზარდოთ“, – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება მოსავლის გაზრდის მიღწევა, აღნიშნა მან.
„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთონ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით“, – განაცხადა წილოსანმა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს მოიტანს.
თემატური მოხსენება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მზადდება.