https://sputnik-georgia.com/20230201/ras-wers-financial-times-uk-saqartveloze-274463125.html
რას წერს Financial Times UK საქართველოზე
რას წერს Financial Times UK საქართველოზე
Sputnik საქართველო
სტატიის ავტორი აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის მთებსა და ულამაზეს პეიზაჟებს. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T17:07+0400
2023-02-01T17:07+0400
2023-02-01T22:15+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23922/39/239223982_0:208:4000:2458_1920x0_80_0_0_4ea64ef728ac17a0231238ffa3c8651b.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქვეყნოდ ცნობილმა გამოცემამ Financial Times UK საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.სტატიაში „ღრმა თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“ ჟურნალისტმა საიმონ ოსბორნმა საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ისაუბრა.„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი, სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას, და ევროპის ზოგიერთ უმაღლეს მთას“, – წერია სტატიაში.ავტორის თქმით, მესტია ახალი სათხილამურო კურორტია. აქ სპორტის ამ სახეობას ხის თხილამურებით სწავლობდნენ, რომლებიც მაგრდებოდა ხარის ტყავის საკინძებით. Financial Times Uk-ს ჟურნალისტმა ქართულ გასტრონომიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მოხიბლული დარჩა ადგილობრივი რესტორნებით.„მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობენ, მათ შორისაა მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური", – წერს გამოცემა.ავტორის თქმით, მესტიის ყველა კუთხეში კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა იგრძნობა. საგუშაგო კოშკები დაცულია და ერთ-ერთი მათგანი, მაჩუბი, აღდგენილია, როგორც პატარა მუზეუმი.საიმონ ოსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23922/39/239223982_224:0:3776:2664_1920x0_80_0_0_84d3eb275e40aee18899c120e096bf63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სვანეთი
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სვანეთი
რას წერს Financial Times UK საქართველოზე
17:07 01.02.2023 (განახლებულია: 22:15 01.02.2023) სტატიის ავტორი აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის მთებსა და ულამაზეს პეიზაჟებს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქვეყნოდ ცნობილმა გამოცემამ Financial Times UK საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სტატიაში „ღრმა თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“ ჟურნალისტმა საიმონ ოსბორნმა საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ისაუბრა.
„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი, სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას, და ევროპის ზოგიერთ უმაღლეს მთას“, – წერია
სტატიაში.
ავტორის თქმით, მესტია ახალი სათხილამურო კურორტია. აქ სპორტის ამ სახეობას ხის თხილამურებით სწავლობდნენ, რომლებიც მაგრდებოდა ხარის ტყავის საკინძებით.
Financial Times Uk-ს ჟურნალისტმა ქართულ გასტრონომიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მოხიბლული დარჩა ადგილობრივი რესტორნებით.
„მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობენ, მათ შორისაა მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური", – წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, მესტიის ყველა კუთხეში კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა იგრძნობა. საგუშაგო კოშკები დაცულია და ერთ-ერთი მათგანი, მაჩუბი, აღდგენილია, როგორც პატარა მუზეუმი.
საიმონ ოსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა.