https://sputnik-georgia.com/20230201/ra-daxmarebis-migeba-sheuzliat-onkopacientebs-tbilisshi-274463531.html
რა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ ონკოპაციენტებს თბილისში
რა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ ონკოპაციენტებს თბილისში
Sputnik საქართველო
დაავადების სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს თბილისის მერიამ 131 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T17:19+0400
2023-02-01T17:19+0400
2023-02-01T22:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კალაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ხორციელდება დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები.თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 130.857 შემთხვევა, მათ შორის, 115.491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში. ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 163 შემთხვევა. გარდა ამისა, 238-მა ადამიანმა მიიღო მედიკამენტების სრული ან 50%-იანი დაფინანსება.„მინდა პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, ვეცდებით, გვერდით დავუდგეთ... დაფინანსების თვალსაზრისით ბევრი პროგრამა გვაქვს და ვისაც ამის საჭიროება აქვს, უნდა გამოიყენონ. ჩვენი მხრიდან კი თანადგომა იქნება“, – განაცხადა კალაძემ.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქალაქის ღირსშესანიშნაობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
რა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ ონკოპაციენტებს თბილისში
17:19 01.02.2023 (განახლებულია: 22:19 01.02.2023) დაავადების სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს თბილისის მერიამ 131 ათასამდე შემთხვევა დააფინანსა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ხორციელდება დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები.
„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 130.857 შემთხვევა, მათ შორის, 115.491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში. ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 163 შემთხვევა. გარდა ამისა, 238-მა ადამიანმა მიიღო მედიკამენტების სრული ან 50%-იანი დაფინანსება.
„მინდა პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, ვეცდებით, გვერდით დავუდგეთ... დაფინანსების თვალსაზრისით ბევრი პროგრამა გვაქვს და ვისაც ამის საჭიროება აქვს, უნდა გამოიყენონ. ჩვენი მხრიდან კი თანადგომა იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქალაქის ღირსშესანიშნაობები.